კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა (ძველი შუამთა, ახალი შუამთა, იყალთო) და იყალთოს ეკლესიის საკონსერვაციო სამუშაოები - ფაზა 2

6 ოქტომბერი 2015

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის (RDP) ფარგლებში და ითვალისწინებს ძველი შუამთაში, ახალ შუამთაში  და იყალთოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და  იყალთოში წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის საკონსერვაციო სამუშაოებს. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში და თვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარედ მსუბუქი ტურისტული ინფრასტრუქტურის, სუვენირების მაღაზიების, საზოგადოებრივი ტუალეტების, შიდა და გარე წყალმომარაგების, ელექტრო მომარაგების და კანალიზაციის სისტემების, მისასვლელი გზებისა და ავტოსადგომების მოწყობას.

 

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვა და გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

 

გმ-ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა (ძველი შუამთა, ახალი შუამთა, იყალთო)