მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა, ნახევარწლიანი გარემოსდაცვითი მონიტორინგის ანგარიშები

14 აგვისტო 2015

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (აგბ)-ს შორის გაფორმდა მრავალტრანშიანი დაფინანსების საშუალება - მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის  სესხი -SUTIP და სხვადასხვა საპროექტო ხელშეკრულებები.

 

პროგრამა უზრუნველყოფს ეფექტურ, სანდო და ხელმისაწვდომ ურბანულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და მომსახურებას, გაზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალს და ურბანული ტიპის დასახლებების კონკურენტუნარიანობას, გააუმჯობესებს  1.5 მილიონი ადამიანის საარსებო საშუალებებს  (საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 35%). პროექტი აგრეთვე: (I) ამ დასახლებებისათვის გააუმჯობესებს ურბანულ გარემოს და ეკონომიკური შესაძლებლობების და კომუნალური და სოციალური სამსახურების ხელმისაწვდომობას; (II) ხელს შეუწყობს ეფექტურ და მდგრად ურბანულ ტრანსპორტირებას; და (III) შექმნის შემოსავლისა და დასაქმების შესაძლებლობებს.

 

პირველი (SUTIP 1)  და მეორე (SUTIP 2) ტრანშის პროექტებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მომზადებული იქნა გარემოსდაცვითი მონიტორინგის ნახევარწლიანი ანგარიშები (EMRs), რომლებიც მოიცავს 2015 წლის იანვარი-ივნისის პერიოდს. 

 

SUTIP T1_EMR_Jan-Jun-2015-approved-16-07-2015

 

SUTIP T2-Biannual  EMR_January-June-2015-approved