იმერეთის რეგიონული განვითარების პროექტი

22 მაისი 2014

   2014 წლის 28 მაისს 14:00 საათზე, ქ. წყალტუბოში სასტუმრო „პრომეთეს“ დარბაზში გაიმართება იმერეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შემდეგი ქვეპროექტების გარემოსდაცვითი მართვის გეგმების საჯარო განხილვა:

   წყალტუბოს გამგეობის შენობის და ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე არსებული კინოთეატრის შენობის ფასადის რეაბილიტაცია;

 

  1.   რკინიგზისა და საკრებულოს შენობებისა და მცირე საფეხმავლო ხიდების რესტავრაცია წყალტუბოში;
  2.   გზების, საფეხმავლო ბილიკებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია წყალტუბოს ცენტრალურ პარკში და ,,ცივი"  ტბის მიმდებარედ;
  3.   წრიული გზის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია წყალტუბოში.   

 

 

   დაინტერესებულ პირებს გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ შემდეგ მისამართებზე:

 

  •    საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01;
  •    ქ. წყალტუბოს გამგეობა, რუსთაველის ქუჩა, 25.

 

 

  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია

 

     EMP _Restoration of Theatre and Municipality Building in Tskaltubo SP

 

     EMP_Rehabilitation of pavement and storm-water drain system of circle road in Tskaltubo

 

     EMP_rehabilitation roads, foot paths and drainage systems in central park and lake Tsivi in Tskaltubo

 

    EMP-Restoration of train station LCG building and pedestrian bridges in Tskaltubo