წყალტუბოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და ფუნქციონირების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

21 ივლისი 2017
მუნიციპალიტეტი: წყალტუბო
დონორი: WB

 „ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის პროექტის ფარგლებში“, რომელიც ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) და მსოფლიო ბანკის დახმარებით, დაგეგმილია წყალტუბოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა (წარმადობით 6171 მ3/დღე-ღამეში), წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის სამხრეთით.

ჩამდინარე წყლების  გამწმენდი ნაგებობის ფუნქციონირება უზრუნველყოფს წყალტუბოს ფარგლებში წარმოქმნილი საკანალიზაციო წყლების გაწმენდას დასაშვებ დონემდე. გაწმენდილი წყლის ჩაშვება გათვალისწინებულია მდ. წყალტუბოს წყალში. ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ოპერირებას განახორციელებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.

წყალტუბოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და ფუნქციონირების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:

-          2017 წლის 12 სექტემბერს 12:00 საათზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში (მისამართი: წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა #25),

-          2017 წლის 12 სექტემბერს 16:00 საათზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის ადმინისტრაციის შენობაში.

საზოგადოების წარმომადგენლებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (გზშ-ს ანგარიში, გზშ-ს ანგარიშის ტექნიკური და არატექნიკური რეზიუმე) გაცნობა შეუძლიათ შემდეგ მისამართებზე:

  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა – წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა #25;
  • საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) ოფისი - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის 150. მე-3 სართული (ტელ: (+995 577) 2437001; 2437002; 2437003; 2437004).

საზოგადოების წარმომადგენლებს წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ განცხადების გამოქვეყნებიდან 45 დღის ვადაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ქვემოთ მითითებულ პირებს:

  • ანა რუხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, ტელ. (+995 577) 38 22 48; E-mail: arukhadze@mdf.org.ge ;
  • გიორგი ბჟალავა, შპს „გამა კონსალტინგი“ ტელ: (+995 577) 64 18 80; E-mail: goga@gamma.ge;

 

დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიები ჩამოტვირთვა შესაძლებელია ქვემოთ მითითებული ბმულებიდან:

 

EIA Tskaltubo WWTP GEO - 20.07.2017