ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა ქვე-პროექტისათვის სტადიონის რეაბილიტაცია ხაშურში

11 ივნისი 2018
მუნიციპალიტეტი: ხაშური
დონორი: WB

2018 წლის 12 ივნისს 12:00 საათზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში (მისამართი: ქ. ხაშური, ტაბიძის ქუჩა N2) გაიმართება ქვე-პროექტის - ხაშურის სტადიონის რეაბილიტაცია“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა. 

ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროგრამის (SRMIDP) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვეპროექტი ითვალისწინებს სტადიონის სრულ რეაბილიტაციას და დამატებითი ფუნქციების მატარებელი სისტემების მონტაჟს. 

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე: 

               -   საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150;

               -   ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, მისამართი: ქ. ხაშური, ტაბიძის ქუჩა N2

 

 

საკონტაქტო პირები:

-     ნუცა გუმბერიძე, მგფ ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი

            მობ: +995 598 88 20 19, ელ.ფოსტა: feedback@mdf.org.ge

          -      გიორგი პაპიაშვილი, ხაშურის გამგეობის ინფრასტრუქტურის სერვისის განყოფილების უფროსი

            მობ: +995 599 57 74 80, ელ-ფოსტა: georgepapiashvili26@gmail.com

  

EMP_Khashuri stadium_Geo_for disclosure