EIB-ისა და მგფ-ს შორის საპროექტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

June 13, 2014

საქართველო-ევროკავშირისსაინვესტიციოკონფერენციის  ფარგლებში  პრემიერ-მინისტრთან  და ჟოზე მანუელ  ბაროზოსთან ერთად მედიისთვის კომენტარი ევროპის  საინვესტიციო  ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა  ვილჰელმ მოლტერერმა  გააკეთა.   ევროპის  საინვესტიციო ბანკის  პრეზიდენტმა  იმ პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება,  რომელიც  28 ქალაქის  წყალმომარაგების სისტემის  რეაბილიტაციას  ითვალისწინებს.  40 მილიონი ევრო,  რომელიც  ევროპის  საინვესტიციო  ბანკმა  გამოყო  საქართველოსთვის კრედიტის  სახით,  სწორედ  28  ქალაქის  წყალმომარაგების  სისტემის რეაბილიტაციას მოხმარდება.   ევროკავშირის  მიერ  გრანტის  სახით  გამოყოფილი  8 მილიონი  ევროც   28 ქალაქის წყალმომარაგების პროექტზე დაიხარჯება.  პროექტს  საქართველოს  მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.  საპროექტო  ხელშეკრულებას  ევროპის საინვესტიციო  ბანკთან  ხელი დღეს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი სომხიშვილმა მოაწერა.