„საუკუნის გზის“ პროექტის პრეზენტაცია ბარისახოში გაიმართა

June 10, 2014

 “საუკუნის გზის“ პრეზენტაცია ხევსურეთში გაიმართა.25-კილომეტრიანი გზა, ერთმანეთს პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს დააკავშირებს.პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. პირიქითა ხევსურეთში, კერძოდ არხოტში, დღეს მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს და ისინი რაიონულ ცენტრს საცხენოსნო ბილიკით უკავშირდებიან. პროექტის დასრულების შემდეგ, პირაქეთა ხევსურეთში დაბრუნებას კიდევ 33 ოჯახი აპირებს. გზის პროექტის მომზადება, 2014 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ხოლო გზის გაჭრის  სამუშაოები, 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყება."საუკუნის გზის" პრეზენტაციას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი ესწრებოდნენ.