სიახლეები
18 თებერვალი 2013
ეკონომიკურად გაუმართლებელი პროექტები
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა , მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ 2012 წელს დაიგეგმა, რამდენიმე მასშტაბურ პროექტს , მათი მიზანშეუწონლობის გამო, აღარ განახორციელებს.შესაბამისი კვლევების ჩატარების საფუძველზე დადგინდა, რომ თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ე.წ. დაკიდული ხიდი ( პროექტი საერთო ბიუჯეტით–80 მლნ.ლარი) აღარ აიგება. საკითხის საფუძვლანი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის აგებით ტერიტორიაზე არსებული საცობების მასშტაბები, კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან ხიდის აგებას აღნიშნული ქუჩების მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.
7 თებერვალი 2013
ვიზიტი შვეიცარიაში
მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, შოთა მურღულიასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ზაქარია ხუნძაყიშვილთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, არჩილ ცაბუტაშვილთან ერთად, შვეიცარიაში იმყოფებოდა, სადაც „მდგრადი ინფრასტრუქტურის დაფინანსების საკითხების შესახებ“ გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.