სიახლეები

28 ოქტომბერი 2013

მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ფოთში ორი კორპუსი ააშენა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოთში გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით (KFW) იძულებით გადააადგილებულ პირთათვის 4 სართულიანი ახალი კორპუსი ააშენა, ყოფილი სასტუმრო აიეტის 9 სართულიან კორპუსში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. ჯამში ახალი კორპუსის აშენებისა და სასტუმროს რებილიტაციის შედეგად 104 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცემათ. ფოთის მუნიციპალიტეტში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მშენებლობა გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით განხორციელდა.
17 სექტემბერი 2013

წყალტუბოში დევნილებისთვის რეაბილიტირებული კორპუსი გაიხსნა

17 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში,იძულებით გადაადგილებული პირებისთვის კიდევ ერთი რეაბილიტირებული სახლი გაიხსნა.
11 სექტემბერი 2013

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია იმართება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულმა III საერთშორისო კონფერენციამ – „საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები“, დღეს მუშაობა დაიწყო. კონფერენცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ გახსნა.
29 აგვისტო 2013

სურამის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია

29 აგვისტოს ხაშურის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა სურამის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. მინისტრის მოადგილესთან და მგფ-ის დირექტორთან ერთად, სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მოინახულეს.ხაშურის მუნიციპალიტეტში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB-ის) დაფინანსებით დაბა სურამში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 5,362,918.54 ლარია.
26 აგვისტო 2013

ონის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია

ონის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ქალაქ ონის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. მინისტრთან და მგფ-ის დირექტორთან ერთად სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მოინახულეს.
20 აგვისტო 2013

სართიჭალის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მგფ-ის დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გარდაბანში წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
20 აგვისტო 2013

ინფრასტრუქტურის მესამე საერთაშორისო კონფერენცია „საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახდენს ინფრასტრუქტურის მესამე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას, სახელწოდებით „ავტობანები და მიწისქვეშა კომუნიკაციები,“ რომელიც გაიმართება თბილისში 2013 წლის 11–13 სექტემბერს.
15 აგვისტო 2013

მუნიციპალური განვითარების ფონდი 2013 წლის პირველი ნახევრის მუშაობის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა მედიას 2013 წლის პირველ ნახევარში ფონდის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგები გაააცნეს.
5 აგვისტო 2013

წყალმომარაგების მოწესრიგების პროექტი შიდა ქართლში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა დღეს პატარა ლიახვის ხეობაში ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მიმდინარე წყალმომარაგების მოწესრიგების პროექტის სამუშაოები მოინახულეს.
29 ივლისი 2013

ანაკლიაში ნაპირდაცვის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო

27 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში ზღვის ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობა გაიხსნა. გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ქათი ჯულიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები დაესწრნენ.