სიახლეები

12 მარტი 2014

დავით ნარმანია და თეიმურაზ მურღულია კვიპროსში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ კვიპროსში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან, თეიმურაზ მურღულიასთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო ობიექტებს ეწვია და მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
11 მარტი 2014

დავით ნარმანია და თეიმურაზ მურღულია ოფიციალური ვიზიტით კვიპროსში გაემგზავრნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თემურ მურღულიასთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კვიპროსში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.
7 მარტი 2014

მგფ-ი რამდენიმე მუნიციპალიტეტში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას დაიწყებს

ბოლნისში, გორში, ქარელში, ხაშურში, თეთრიწყაროში, გარდაბანში, ახმეტასა და თელავში საგზაო და წყალმომარაგების პროექტები განხორციელდება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში პროექტებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. გორის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში ჭაბურღილისა და წყლის გამანაწილებელი სადაწნევო რეზერვუარების მშენებლობა დაიწყება, ხოლო ქალაქ ბოლნისში სანიაღვრე არხი მოეწყობა.
6 მარტი 2014

მგფ-ი ფახულანიდან საბერიომდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას განახორციელებს

დღეს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფახულანის თემის ცენტრიდან სოფელ საბერიოს საზღვრამდე არსებული შიდასახელმწიფოებრივი და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე, აღნიშნულ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
6 მარტი 2014

მგფ-ი წიწამურში მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციას იწყებს

ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით მიიღო. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლს რეაბილიტაცია სრულად ჩაუტარდება. რეაბილიტირდება კვარცხლბეკი, მოხდება მისასვლელი კიბეების რეკონსტრუქცია და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
6 მარტი 2014

საქართველოს მთავრობამ მიუსაფართა თავშესაფრის პროექტი დაამტკიცა

მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის პროექტი მთავრობის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ წარადგინა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 754 424 ლარი იქნება.
28 თებერვალი 2014

სამთავრობო კომისიამ მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის შესახებ იმსჯელა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იმ ხარჯთაღრიცხვის შესახებ მსჯელობა იყო, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოადგინა.
28 თებერვალი 2014

ნარმანია და ხოკრიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში ამბულატორიის დამონტაჟებას დაესწრნენ

საქართველოს მასშტაბით 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მორიგი ამბულატორია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში დამონტაჟდა. სენდვიჩპანელის მონტაჟს უშალოდ დაესწრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი. საქართველოს მასშტაბით 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 2,4 მილიონი ლარი გამოყო. მონტაჟის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
27 თებერვალი 2014

81 სოფელის ჩამონათვალი, სადაც ამბულატორიები აშენდება

საქართველოს მასშტაბით 81 ამბულატორიის მშენებლობას მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებენ. ამბულატორიები მთელი საქართველოს მასშტაბით დამონტაჟდება, მათ შორის, ისეთ სოფლებში, სადაც დღემდე ამ ტიპის მომსახურება მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. პროექტის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მაღალმთიან და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს მიექცევა.
24 თებერვალი 2014

საქართველოს მასშტაბით 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობა იწყება

საქართველოს მასშტაბით 81 ახალი მბულატორიის მშენებლობა იწყება. ამისათვის საქართველოს მთავრობამ 2,4 მილიონი ლარი გამოყო.
ამბულატორიებს მუნიციპალიტეტების მიერ სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი დაამონტაჟებს. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ.