სიახლეები
15 აპრილი 2015
ქალაქ გურჯაანსა და სოფელ მირზაანში შიდა ქუჩების რეაბილიტაცია ხორციელდება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქალაქ გურჯაანსა და სოფელ მირზაანში ოთხი ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში- ბესიკის, ბარათაშვილის და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაცია, ამავდროულად სოფელ მირზაანში სრულდება შიდა ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება 1 493 156,73 ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტის მიმდინარეობა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გემგებელ გია გერგიძესთან ერთად დაათვალიერა.
9 აპრილი 2015
თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული "თელავის ხევი"-ს რეაბილიტაცია და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაცია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქალაქ თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული "თელავის ხევი"-ს რეაბილიტაციას ახორციელებს, სამუშაოების ღირებულება - 1 108 914,99 ლარია. ამის პარალელურად თელავში მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 900 ათას ლარე მეტია, ორივე პროექტის ფარგლებში სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა, თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა დაათვალიერეს.
7 აპრილი 2015
გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შედეგად მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ქალაქ გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს, სამუშაოების საერთო ღირებულება 3 277 824,94 ლარია, წყლის ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სამშენებლო სამუშაოებზე 45 ადამიანია დასაქმებული. პროექტის განხორციელების შედეგად გურჯაანის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
4 აპრილი 2015
პრემიერ -მინისტრის ინიციატივით 320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით ლისის ტბის ფერდობზე 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით შავლიაშვილთან, მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი ამაშუკელთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ილია დარჩიაშვილთან ერთად დაათვალიერა.
3 აპრილი 2015
სოფელ ვარდისუბანთან სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიის გასუფთავება და აღდგენა ხორციელდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქალაქ თელავის შესასვლელში, სოფელ ვარდისუბანთან არსებული სამშენებლო ნარჩენების საყრელი ტერიტორიის გასუფთავებასა და აღდგენას ახორციელებს. სამუშაოების საერთო ღირებულება - 1 580 210,57 ლარია. აღნიშნული სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
2 აპრილი 2015
აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - „მწვანე სახლი“ გაიხსნა
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან - ილია დარჩიაშვილთან ერთად დღეს თბილისში „ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - „მწვანე სახლი“ გახსნა. მწვანე სახლი არის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც სწორედ აუტიზმის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს ეხმარება მკურნალობაში. „მწვანე სახლის“ სარემონტო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება 65, 143.00 ლარია.
30 მარტი 2015
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ მუხროვანში 4 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია დაასრულა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანში 4 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ღირებულება 625 215 ლარია, სამუშაოებზე 30-მდე ადამიანი იყო დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლე იყო. რეაბილიტირებული გზა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა მოინახულა.
29 მარტი 2015
ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების განხორციელების შედეგად, ბოლნისის მოსახლეობა, კერძოდ- 10 ათასამდე ადამიანი ნაცვლად არსებული 10 საათიანი გრაფიკისა, წყალს 18-დან 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. ამასთანავე გაუმჯობესდება წყლის ხარისხი.
17 მარტი 2015
პრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო გახსნა
საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით შავლიაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად დაბა ასპინძაში დეპარტამენტის ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი– სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო გახსნა. შენობის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. გახსნის ღონისძიებას მინისტრებთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა.
16 მარტი 2015
320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, თბილისის მერ დავით ნარმანიასთან, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ილია დარჩიაშვილთან და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძესთან ერთად თბილისში, ლისის ტბის ფერდობზე დღეს 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.