სიახლეები

22 დეკემბერი 2014

​გაჭედილი-ბალდის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარტვილის მუნიციპალიტეტში გაჭედილი-ბალდის გზის რეაბილიტაცია დაასრულა. ჩატარებული სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
17 დეკემბერი 2014

ილია დარჩიაშვილმა ლტოლვილთა სამინისტროს 2 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, საზოგადოებას სამინისტროს ორი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ორ წლიანი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, რომელმაც პრეზენტაციაზე ფონდის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
5 დეკემბერი 2014

თბილისი- რუსთავის ავტომაგისტრალზე ცემენტო- ბეტონის საფარის დაგება დაიწყო

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ცემენტო- ბეტონის საფარის დაგება დაიწყო. აქტიური მუშაობის შედეგად საფარის დაგება დაგეგმილ ვადაზე ადრე დაიწყო. დღეს ბეტონის საფარის დაგების პროცესს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი , დავით შავლიაშვილი ,თავის პირველ მოადგილესთან და, ამავდროულად, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი ამაშუკელთან, ერთად დაესწრო. ხელმძღვანელი პირები პროექტზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრნენ და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
3 დეკემბერი 2014

მგფ-ის მხარდაჭერით თბილისში ურბანული მობილურობის ფორუმი გაიმართა

„შევცვალოთ თბილისი მდგრადი ურბანული მობილურობის ხელშეწყობის გზით“- ამ თემაზე სასტუმრო „ტიფლის პალასში“ 3-5 დეკემბერს თბილისის 2014 წლის ურბანული მობილურობის ფორუმი იმართება. ფორუმი დღეს გაიხსნა და მის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ტარიელ გუგავა და აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების უფროსი სპეციალისტი ბერტრან გოალუ ესწრებოდნენ.
1 დეკემბერი 2014

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე უწყვეტ რეჟიმში და წინსწრებით მიმდინარეობს. დღეს, იძულებით გადაადგილებულმა 10-მდე პირმა, რომელიც ფონიჭალის ტერიტორიაზე ცხოვრობს თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პროექტში, სოფლამდე მისასვლელი მეორადი გზების არარსებობა გააპროტესტა. აღსანიშნავია, რომ მაგისტრალის მშენებლობის პროექტი 2012 წელს მომზადდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ამჟამინდელმა მენეჯმენტმა მოსახლეობის თხოვნა მეორად გზებთან დაკავშირებით გაითვალისწინა და პრობლემის მოსაგვარებლად დონორ ორგანიზაციას მიმართა. პრობლემის მოგვარების მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია და აქციის მონაწილეებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დღეს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებმა შეხვედრისას მიაწოდეს.
27 ნოემბერი 2014

დავით შავლიაშვილმა „ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის - „მწვანე სახლის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა დღეს „ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის - „მწვანე სახლის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს მინისტრთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, და თავად „ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის - „მწვანე სახლის“ დირექტორი, მარინა ტარასაშვილი, დაესწრნენ.
25 ნოემბერი 2014

თბილისი რუსთავის გზაზე შექმნილი საცობი სამშენებლო სამუშაოებს არ უკავშირდება

თბილისი-რუსთავის 17, 4 კმ -იანი ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები მოსახლეობას დისკომფორტს არ უქმნის და ის გზის სავალ ნაწილზე არ ხორციელდება. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციამ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაავრცელა. ფონდში განმარტავენ, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები ისე არის დაგეგმილი, რომ ამ ეტაპზე ალტერნატიული გზა იჭრება და არსებულ გზასთან აღნიშნულ სამუშაოებს კავშირი არ აქვს.
22 ნოემბერი 2014

თიანეთის 6 სოფლის 800 ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს

თიანეთის მუნიციპალიტეტში, ზარიძეების თემში შემავალი 6 სოფლის, 800 ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თიანეთის მუნიციპალიტეტში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა და 2500-მდე ადგილობრივი მოსახლე უწყვეტ რეჟიმში სასმელად მაღალი ხარისხის გაფილტრულ წყალს იღებს. ჩატარებული სამუშაოების შედეგებს დღეს, ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიძე თორაძეთან ერთად პირადად გაეცნო და ზარიძეების თემის მოსახლეობას შეხვდა .
21 ნოემბერი 2014

ბორჯომში იძულებით გადაადგილებულ 18 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადაეცა

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრის პირველმა მაოდგილემ გიორგი ამაშუკელმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 18 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს (54 დევნილი) საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.
14 ნოემბერი 2014

19 დევნილი ოჯახი საკუთრების მფლობელი გახდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ , გიგა გიორგაძემ, USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილემ ტომას მორისმა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს რეგიონულმა წარმომადგენელმა, პოლ მაკინტოშმა, დევნილ ოჯახებს უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს. მარნეულის მუნიციპალიტეტში ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა.