სიახლეები
24 ნოემბერი 2016
      ADB-ის მისიამ მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს ოფიციალური ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის მისია ეწვია. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ფონდის დირექტორის მოადგილემ დავით ტაბიძემ და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ ,,უნივერსიტეტის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. 
      
   17 ნოემბერი 2016
      მუნიციპალური განვითარების ფონდს ADB-ის მისია ესტუმრა
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს ოფიციალური ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის მისია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მგფ-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და ფონდის დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის თანამშრომლები წარმომადგენლებს შეხვდნენ და  აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების სპეციალისტებთან ერთად, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. 
      
   11 ნოემბერი 2016
      არჩილის მონასტერთან და ჟებოტას ამაღლების კომპლექსთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჟებოტას ამაღლების კომპლექსთან და არჩილის მონასტერთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.  
      
   29 ოქტომბერი 2016
      თელავში განახლებული ბატონის ციხე გაიხსნა
ერეკლე მეორის სასახლის რესტავრაცია დასრულებულია. განახლებული ბატონის ციხე საქართველოს რეგიონული განივთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და სხვა ოფიციალური პირები.
      
   27 ოქტომბერი 2016
      ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ასკანა-მშვიდობაური-ბახვის 7 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი დაფინანსდა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ და მისი ღირებულება 3,751,602.92 ლარს აღწევს. 
      
   24 ოქტომბერი 2016
      დაბა ჩაქვში გზისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განივთარების ფონდი, დაბა ჩაქვში, ცენტრიდან სასტუმრო ოაზისამდე გზის რეაბლიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.  სასტუმრო ოაზისის ტერიტორიის ირგვლივ საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარი სრულიად დაზიანებულია და ზოგან საერთოდ არ არსებობს.
      
   21 ოქტომბერი 2016
      ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია დაგეგმილზე ადრე დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა  ნოდარ ჯავახიშვილმა, პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად,  ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე რეაბილიტირებული გზა გახსნა. ნიკეას ქუჩა ქუთაისის ყველაზე დიდი ქუჩაა. რებილიტაციის დაწყებამდე, აღნიშნულ ქუჩაზე არსებული გზის საფარი დაზიანებული და ამორტიზირებული იყო, რის გამოც, მოძრაობა ფერხდებოდა და მუდმივად იქმნებოდა საცობები.  არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები.
პროექტის ფარგლებში 2.2კმ სიგრძის, სამზოლიან გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სავალ ნაწილებს შორის გაკეთდა შემზღუდავი გამყოფი ზოლი, ქუჩის ორივე მხარეს მოეწყო ახალი ტროტუარები, შეიცვალა გარე განათება და გაკეთდა ახალი სანიაღვრე სისტემა.
      
   პროექტის ფარგლებში 2.2კმ სიგრძის, სამზოლიან გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სავალ ნაწილებს შორის გაკეთდა შემზღუდავი გამყოფი ზოლი, ქუჩის ორივე მხარეს მოეწყო ახალი ტროტუარები, შეიცვალა გარე განათება და გაკეთდა ახალი სანიაღვრე სისტემა.
18 ოქტომბერი 2016
      შალოშვილის ღვინის მარანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში  ღვინის მარანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბლიტირებული გზა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.
      
   17 ოქტომბერი 2016
      ქობულეთის საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის დასრულების სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი  ქალაქ ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის  სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე გაეცნო.
      
   სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე გაეცნო.
6 ოქტომბერი 2016
      სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახუ ლ  ა.
      
   












