სიახლეები

23 მაისი 2023

ქვეყანას უეფას უმაღლესი კატეგორიის სტადიონები შეემატა

საქართველოში უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს: თბილისის მიხეილ მესხის სახელობისა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონებს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს და საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონებს თბილისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში.
19 მაისი 2023

ბათუმის ახალი ბულვარის პირველი ნაწილის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ პირველი ეტაპი პრაქტიკულად დასრულებულია და ქვეყნის დიდ ქალაქებში მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშაოები.
18 მაისი 2023

ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
5 მაისი 2023

გორის მოსახლეობას მალე სრულად განახლებული პარკი ექნება

ქალაქ გორში კულტურისა და დასვენების პარკის (ახალბაღის) რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის 9.3 მილიონი ლარის მხარდაჭერით ახორციელებს.

1 მაისი 2023

სოფელ გორდის 350 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განაახლა.
27 აპრილი 2023

ფონდმა ,,სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ მიმდინარეობის ანგარიში წარადგინა

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ტაბიძემ და აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ,,სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ მიმდინარეობის ანგარიში წარუდგინეს.
20 აპრილი 2023

ფონდმა პარლამენტში 2022 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის ანგარიში წარადგინა.
18 აპრილი 2023

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი პროგრამა იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება.

ახალი პროგრამა 5 წლიანია და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება.
2 აპრილი 2023

განცხადება ზუგდიდის სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე

გვსურს გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ მედია საშუალებებით გავრცელებულ მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას ზუგდიდის სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით. გვსურს განვმარტოთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ზუგდიდში სპორტულ კომპლექსს აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 2021 წლის აპრილიდან აშენებს.
30 მარტი 2023

იტალიური არქიტექტურისა და დიზაინი დღეები თბილისში წელსაც გაიმართა

საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით (ICE-ITA), 29-30 მარტს თბილისში იტალიური დიზაინისა და არქიტექტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ტრადიციული ყოველწლიური ღონისძიება "იტალიური დიზაინის დღეები საქართველოში -2023" გაიმართა