განცხადებები

8 მაისი 2019
მუნიციპალიტეტი: ადიგენი
დონორი: GOG

დაბა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (სამუშაო ვერსია)

დაბა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრეზენტაცია
4 მაისი 2019
მუნიციპალიტეტი: ადიგენი
დონორი: GOG

დაბა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა

2019 წლის 6 მაისს, 12:00 საათზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის შენობაში გაიმართება დაბა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა.
პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებული პროექტების ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს დაბა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენის დოკუმენტის მომზადებას.
5 აპრილი 2019
მუნიციპალიტეტი: ადიგენი
დონორი: WB

ზარზმის მონასტრის გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2019 წლის 10 აპრილს 15:00 საათზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში მდებარე ზარზმის მონასტრის დარბაზში გაიმართება ქვე-პროექტის - „ზარზმის მონასტრის გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
27 მარტი 2019

ინკლუზიურობის, ინოვაციის და ხარისხის პროექტი საქართველოში

სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა“ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ინკლუზიურობის, ინოვაციის და ხარისხის პროექტი საქართველოში, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი დაწესებულებების და სკოლების მშენებლობას ან/და რეაბილიტაციას.
7 მარტი 2019
დონორი: WB

ინკლუზიურობის, ინოვაციის და ხარისხის (IQ) პროექტი საქართველოში

2019 წლის 13 მარტს 12:00 საათზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შენობაში (დ. აღმაშენებლის #150, III სართული) გაიმართება შეხვედრა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს მუნიციპალურტი განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტისთვის „ინკლუზიურობის, ინოვაციის და ხარისხის (IQ) პროექტი“ მომზადებული განსახლების პოლიტიკის და ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტების სამუშაო ვერსიების განხილვის მიზნით.
19 თებერვალი 2019
მუნიციპალიტეტი: წყალტუბო
დონორი: WB

საწურბლიას მღვიმემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2019 წლის 26 თებერვალს 15:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, საწურბლიას მღვიმეს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება ქვე-პროექტის - „საწურბლიას მღვიმემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
30 იანვარი 2019
მუნიციპალიტეტი: გურჯაანი
დონორი: WB

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ღვინის კომპანია შპს „კარდანახი 1888“-ის წყალმომარაგება

ქვე-პროექტი განხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროგრამის (RMIDP2) ფარგლებში. ქვე-პროექტი ითვალისწინებს შპს „კარდენახი1888“ წყალმომრაგების სისტემის მოწყობას.
28 დეკემბერი 2018
მუნიციპალიტეტი: ყვარელი
დონორი: WB

სს „მეგობრების მარანთან“ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ყვარლის მუნიციპალიტეტი

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის - სახელმწიფო-კერძო საინვესტიციო პროგრამა (PPI) ფარგლებში დაგეგმილია ქვე-პროექტის სს „მეგობრების მარანთან“ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
28 დეკემბერი 2018
მუნიციპალიტეტი: თელავი
დონორი: WB

შპს „ვილა იყალთო ჰორეკას“ საკუთრებაში არსებული სასტუმრო „სავანეთის“ გზის რეაბილიტაციის და გაზმომარაგების ქვე-პროექტი

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის - სახელმწიფო-კერძო საინვესტიციო პროგრამა (PPI) ფარგლებში დაგეგმილია შპს „ვილა იყალთო ჰორეკას“ საკუთრებაში არსებული სასტუმრო „სავანეთის“ გზის რეაბილიტაციის და გაზმომარაგების ქვე-პროექტის განხორციელება.
19 დეკემბერი 2018
მუნიციპალიტეტი: გურჯაანი
დონორი: GOG

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმის საჯარო განხილვა

2018 წლის 25 დეკემბერს, 13:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, გაიმართება სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმის შუალედური ეტაპის საჯარო განხილვა.