სიახლეები
23 სექტემბერი 2016
თელავში ბატონის სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, თელავში, ბატონის სასახლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. სამუშაოების ღირებულება 6 423 430 ლარს აღწევს.
16 სექტემბერი 2016
ხობში XIII-XIV საუკუნეებში აშენებული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულოებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ხობში დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაობი დაათვალიერა.
15 სექტემბერი 2016
სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს -„ქვევრის სახლი“-ს მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ იყალთოში, იყალთოს მონასტერთან ახლოს, ქვევრის სკოლა-სახელოსნოს აშენებს. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.
12 სექტემბერი 2016
ძველ შუამთასა და ახალი შუამთაში ტურისტული ინფრასტუქტურა ეწყობა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, ძველი და ახალი შუამთის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოები ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა.
2 სექტემბერი 2016
კასპის მუნიციპალიტეტს საერთაშორისო დონის სპორტ-კომპლექსი ექნება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კასპის მუნიციპალიტეტში სპორტ-კომპლექსის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა.
31 აგვისტო 2016
ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
25 აგვისტო 2016
წილკნის მოსახლეობას ნალექიან ამინდში გადაადგილების პრობლემა აღარ ექნება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში იმყოფებოდნენ, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 1300-მდე ადამიანი ცხოვრობს. აღნიშნულ სოფელში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით შიდა საუბნო ქუჩების მოხრეშვითი სამუშაოები ჩატარდა. სოზარ სუბარი და ილია დარჩიაშვილი შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.
24 აგვისტო 2016
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციის მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დანგრეული წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადებულია. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ, როგორც უცხოურ ასევე ქართულ კომპანიას. სამუშაოების განხორციელების პერიოდი 14 თვეა. სავარაუდო ღირებულებაა 3,746,942 EURO. ტენდერის გახსნის თარიღია 2016 წლის 3 ოქტომბერი. დეტალური ინფორმაცია ტენდერის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდებზე.
24 აგვისტო 2016
ქარელის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ქარელში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 2 მლნ 500 ათასი ლარია.
23 აგვისტო 2016
სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ ტყვიავში, გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრს აშენებს. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა.