სიახლეები

29 ოქტომბერი 2016

თელავში განახლებული ბატონის ციხე გაიხსნა

ერეკლე მეორის სასახლის რესტავრაცია დასრულებულია. განახლებული ბატონის ციხე საქართველოს რეგიონული განივთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და სხვა ოფიციალური პირები.
27 ოქტომბერი 2016

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ასკანა-მშვიდობაური-ბახვის 7 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი დაფინანსდა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ და მისი ღირებულება 3,751,602.92 ლარს აღწევს.
24 ოქტომბერი 2016

დაბა ჩაქვში გზისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განივთარების ფონდი, დაბა ჩაქვში, ცენტრიდან სასტუმრო ოაზისამდე გზის რეაბლიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. სასტუმრო ოაზისის ტერიტორიის ირგვლივ საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარი სრულიად დაზიანებულია და ზოგან საერთოდ არ არსებობს.
21 ოქტომბერი 2016

ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია დაგეგმილზე ადრე დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე რეაბილიტირებული გზა გახსნა. ნიკეას ქუჩა ქუთაისის ყველაზე დიდი ქუჩაა. რებილიტაციის დაწყებამდე, აღნიშნულ ქუჩაზე არსებული გზის საფარი დაზიანებული და ამორტიზირებული იყო, რის გამოც, მოძრაობა ფერხდებოდა და მუდმივად იქმნებოდა საცობები. არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები.
პროექტის ფარგლებში 2.2კმ სიგრძის, სამზოლიან გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სავალ ნაწილებს შორის გაკეთდა შემზღუდავი გამყოფი ზოლი, ქუჩის ორივე მხარეს მოეწყო ახალი ტროტუარები, შეიცვალა გარე განათება და გაკეთდა ახალი სანიაღვრე სისტემა.
18 ოქტომბერი 2016

შალოშვილის ღვინის მარანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ღვინის მარანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბლიტირებული გზა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.


17 ოქტომბერი 2016

ქობულეთის საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის დასრულების სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე გაეცნო.

6 ოქტომბერი 2016

სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახუ ლ ა.
4 ოქტომბერი 2016

მუნიციპალური განვითარების ფონდმა დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რედისონ ბლუ ივერია თბილისში გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი, განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის და იგი სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით გაიმართა.
30 სექტემბერი 2016

კაცხის მონასტერი ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტში კაცხის მონასტრის სარესტავრაციო–საკონსერვაციო სამუშაოები დაათვალიერა. მუნიციპალური განვითარების ფონდი მონასტრის რესტავრაციასთან ერთად მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებსაც აწარმოებს.
29 სექტემბერი 2016

იყალთოს მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში იყალთოს მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოები, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.