სიახლეები

13 ივნისი 2017

კონფერენცია წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციის თემაზე

13 ივნისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შპს „კავკასუს როუდ პროჯექტთან“ ერთად, კონფერენცია გამართა. კონფერენცია, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციის თემაზე ჩატარდა და თბილისი მარიოტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას გერმანიიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან და რუსეთიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. როგორც მოგეხსენებათ, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა ურთულესი მონაკვეთია. უცხოელ ექსპერტებთან ერთად განხილულ იქნა არსებული მდგომარეობა, კვლევის შედეგები და გზის აღდგენის კონსტრუქციული გადაწყვეტილებები.
9 ივნისი 2017

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, გაგი ბუაძესთან და თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად მოინახულა.
29 მაისი 2017

თიანეთის მუნიციპალიტეტში ახალი გზები გაიხსნა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჟებოტას ამაღლების კომპლექსთან და არჩილის მონასტერთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია განახორციელა. ახალი გზები ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მოინახულეს.
19 მაისი 2017

უბისას მონასტერთან ზაფხულში გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ

ივნისის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უბისას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა სრულდება.
16 მაისი 2017

ტაბაკინში წმ. გიორგის მონასტერთან სექტემბრიდან ახალი გზით მიხვალთ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში წმ. გიორგის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
9 მაისი 2017

მაისის ბოლოდან გორის მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქ.გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში, ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
4 მაისი 2017

გაგი ბუაძე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარეს შეხვდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარე დავით მარკოზაშვილთან შეხვედრა გამართა.
11 აპრილი 2017

სოფელ ვაქირში ახალი საავტომობილო გზით ისარგებლებენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალ გზას აშენებს. ამჯერად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში, სადაც საავტომობილო გზა არ არსებობდა , ერთ კილომეტრ სიგრძეზე ექვსი მეტრი სიგანის ასფალტო - ბეტონის გზა იგება, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხები.
25 მარტი 2017

სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 700 000 ლარია. რეაბილიტირებული გზა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გაგი ბუაძემ დაათვალიერა.
22 მარტი 2017

თელავში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში საკანალიზაციო კოლექტორების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 538 000 ლარია. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გაგი ბუაძე გაეცნო.