სიახლეები

25 აპრილი 2018

ილია ბეგიაშვილი ლაგოდეხში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოს გაეცნო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს. წყლის პროექტი 2015 წელს დაიწყო, მაგრამ პროცესში რამდენიმე ცვლილება შევიდა და დასრულება დადგენილ ვადებში ვერ მოხერხდა.
23 აპრილი 2018

მაია ცქიტიშვილი - კონტრაქტორ კომპანიას პასუხი მოეთხოვება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, ქობულეთის მერთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ტურისტული სეზონის წინ, ზღვისპირა ზოლზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.

29 მარტი 2018

საოკუპაციო ზოლის მიმდებარე 17 სოფელს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება

გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლების 17 ათასზე მეტ ადამიანს წყალმომარაგების პრობლემა აღარ ექნება.
რეგიონის 17 სოფლის მოსახლეობას წყლის მიწოდების პრობლემა 2008 წლის შემდეგ შეექმნა. სათავე ნაგებობა, საიდანაც სოფლები მარაგდებოდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
28 მარტი 2018

გაგი ბუაძე იმერეთში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გაგი ბუაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმერეთის რეგიონში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნული ღონისძიება ,,ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს“ ორგანიზებით გაიმართა.
25 მარტი 2018

წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გაგი ბუაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიენ ჰუსონ დე სამპინიმ დაათვალიერეს.
13 მარტი 2018

მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დაიწყო

2019 წლის ზაფხულიდან, მცხეთის ტურისტულ მარშრუტს კიდევ ერთი საინტერესო ადგილი შეემატება. ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დაიწყო. პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულება 8, 5 მლნ ლარს აჭარბებს.
7 მარტი 2018

მუნიციპალური განვითარების ფონდს EIB-ის მისია ესტუმრა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გაგი ბუაძე, მის მოადგილე ილია ღუდუშაურთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს "საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების" პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

6 მარტი 2018

ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 56 მლნ ლარია. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გაგი ბუაძემ და მისმა მოადგილემ ილია ღუდუშაურმა დაათვალიერეს.
1 მარტი 2018

კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 80,930,728.28 ლარს შეადგენს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გაგი ბუაძე თავის მოადგილეებთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ილია ღუდუშაურთან ერთად გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს.
21 თებერვალი 2018

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.