სიახლეები

25 მარტი 2018

წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გაგი ბუაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიენ ჰუსონ დე სამპინიმ დაათვალიერეს.
13 მარტი 2018

მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დაიწყო

2019 წლის ზაფხულიდან, მცხეთის ტურისტულ მარშრუტს კიდევ ერთი საინტერესო ადგილი შეემატება. ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დაიწყო. პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულება 8, 5 მლნ ლარს აჭარბებს.
7 მარტი 2018

მუნიციპალური განვითარების ფონდს EIB-ის მისია ესტუმრა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გაგი ბუაძე, მის მოადგილე ილია ღუდუშაურთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს "საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების" პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

6 მარტი 2018

ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 56 მლნ ლარია. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გაგი ბუაძემ და მისმა მოადგილემ ილია ღუდუშაურმა დაათვალიერეს.
1 მარტი 2018

კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 80,930,728.28 ლარს შეადგენს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გაგი ბუაძე თავის მოადგილეებთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ილია ღუდუშაურთან ერთად გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს.
21 თებერვალი 2018

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.
7 თებერვალი 2018

ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტების სოფლებში შიდა გზები კეთდება

სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინასნებით, 4 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტების სოფლებში, როხისა და სალომინაოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე.
6 თებერვალი 2018

წყალტუბოში ბიოლოგიურად გამწმენდი ახალი ნაგებობა შენდება

კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტს შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით ახორციელებს.
1 თებერვალი 2018

ზესტაფონში, სოფელ როდინაულის 15 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 15 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და მისმა საერთო ღირებულებამ 6 მილიონ ლარამდე შეადგინა.
29 იანვარი 2018

მარტვილის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლის რეკონსტრუქცია დაასრულა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.