მიმდინარე ტენდერები
გამოქვეყნებულია: 27 იანვარი 2026 / ძალაშია: 27 თებერვალი 2026
ტენდერი - წყალტუბოში და სურამში რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონების და ქუთაისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში რაგბის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მშენებლობა
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260001164 ქალაქ წყალტუბოში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონების და ქალაქ ქუთაისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში რაგბის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა.
გამოქვეყნებულია: 27 იანვარი 2026 / ძალაშია: 27 თებერვალი 2026
ტენდერი - ქალაქ ამბროლაურში, ქალაქ საჩხერეში, დაბა ლენტეხში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260001167 ქალაქ ამბროლაურში, ქალაქ საჩხერეში, დაბა ლენტეხში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობის სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვა.
გამოქვეყნებულია: 11 აპრილი 2023 / ძალაშია: 11 აპრილი 2028
შესყიდვის ზოგადი შეტყობინება - შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი 40 მილიონი ევროს ოდენობის სესხისა და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის მიერ გამოყოფილი 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამოყენებას საქართველოს საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის მიზნით.


