სიახლეები
4 ივლისი 2018
მუნიციპალური განვითარების ფონდი მასშტაბურ პროექტს განახორციელებს
საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის საქართველო სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს.
1 ივლისი 2018
წყნეთი - ბეთანიის გზა გაიხსნა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნული გზის მონაკვეთი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა და მოსახლეობისთვის გადაადგილება გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. დასრულებული გზა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
29 ივნისი 2018
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად გიორგი შენგელია დაინიშნა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად გიორგი შენგელია დაინიშნა.
გიორგი შენგელია 2017-2018 წლებში მუშაობდა შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ აღმასრულებელ დირექტორად. სხვადასხვა დროს მას ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები სადაზღვევო კომპანიაში ,,აი სი ჯგუფი“.
გიორგი შენგელია 2017-2018 წლებში მუშაობდა შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ აღმასრულებელ დირექტორად. სხვადასხვა დროს მას ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები სადაზღვევო კომპანიაში ,,აი სი ჯგუფი“.
24 ივნისი 2018
საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარს სცდება.
23 ივნისი 2018
საჩხერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგეის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტში გორისა და ჩიხის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე გაეცნო.
22 ივნისი 2018
ხაშურში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე #7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 904 ათასი ლარია.
15 ივნისი 2018
თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშნებელობა მიმდინარეობს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში საკანალიზაციო გამწმენდ ნაგებობას აშენებს. პროექტს შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 12.4 მილიონი ლარია.
9 ივნისი 2018
სოფელ მატანში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სოფელ მატანში სპორტული კომპლექსისა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაო მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიონი ლარია.
8 ივნისი 2018
ბაკურიანში ყინულის მოედანი აშენდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვთარების ფონდი ბაკურიანში მრავალფუნქციური ყინულის მოედნის მშენებლობას გეგმავს. პროექტის კონცეპტუალური გეგმა განიხილეს მუნიციპალური განვითრების ფონდში.
7 ივნისი 2018
წალკაში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წალკაში განთიადი-დარაკოვი-არწივანი-კუშის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა და კუში-ნარდევანის გზის რეაბილიტაციას იწყებს. რეაბილიტირებული გზა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა.