სიახლეები

20 ივლისი 2018

ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მოინახულა.
18 ივლისი 2018

,,ბიზნეს სახლთან“ დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ,,ბიზნეს სახლთან“ დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა. პროექტის შესახებ დეტალურად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ისაუბრა.
,,ბიზნეს სახლის“ - ის მშენებლობა მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას. რაც გულისხმობს, სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას.
15 ივლისი 2018

,,ბიზნეს სახლთან" დაკავშირებით ღია კარის დღე იმართება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 18 ივლისს, 11 საათზე ,,Courtyard Marriott”-ში ,,ბიზნეს სახლის“ პროექტთან დაკავშირებით ღია კარის დღეს გამართავს. შეხვედრის მიზანია, ,,ბიზნეს სახლის“ მშენებლობის სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირავლე და ეფექტიანი გახდეს.
15 ივლისი 2018

ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობა დაიწყო. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება.
11 ივლისი 2018

მსოფლიო ბანკი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას აგრძელებს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ, მსოფლიო ბანკის (WB) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის (WB) მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
5 ივლისი 2018

ADB მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას აგრძელებს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებმა მიმდინარე და დეგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
4 ივლისი 2018

მუნიციპალური განვითარების ფონდი მასშტაბურ პროექტს განახორციელებს

საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის საქართველო სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს.
1 ივლისი 2018

წყნეთი - ბეთანიის გზა გაიხსნა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნული გზის მონაკვეთი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა და მოსახლეობისთვის გადაადგილება გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. დასრულებული გზა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
29 ივნისი 2018

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად გიორგი შენგელია დაინიშნა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად გიორგი შენგელია დაინიშნა.
გიორგი შენგელია 2017-2018 წლებში მუშაობდა შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ აღმასრულებელ დირექტორად. სხვადასხვა დროს მას ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები სადაზღვევო კომპანიაში ,,აი სი ჯგუფი“.
24 ივნისი 2018

საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარს სცდება.