დოკუმენტები
1 მარტი 2023
მუნიციპალიტეტი: ადიგენი
დონორი: WB
ციხისუბანი-ღორთუბანი-ზედუბანი-აფიეთის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია
ქვე-პროექტი - ციხისუბანი-ღორთუბანი-ზედუბანი-აფიეთის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (SRMIDP-AF) დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვეპროექტით გათვალისწინებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: ციხისუბანის, ღორთუბანის, ზედუბანის და აფიეთის დამაკავშირებელი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
1 მარტი 2023
მუნიციპალიტეტი: სამტრედია
დონორი: WB
სამტრედიის მუნიციპალიტეტში გამოჩინებული-ზანდოს გზის რეაბილიტაცია
ქვეპროექტის მიზანია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი, და სოფლების: გამოჩინებულის და ზანდოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რომელიც ზანდოს მთის წვერზე არსებულ მონასტერთან მიდის. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძეა 5,622 მ. ქვეპროექტით გათვალისწინებულია ასფალტო-ბეტონის საფარის ორი შრის, გზის 4-4.5 მ სიგანის სავალი ნაწილის, ტროტუარების, ეზოებში შესასვლელების, შეერთებების, სადრენაჟე მილების და კიუვეტების მოწყობა.
1 მარტი 2023
მუნიციპალიტეტი: სიღნაღი
დონორი: WB
გზების რეაბილიტაცია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში
ქვეპროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის გზების რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო მონაკვეთებია:
26 დეკემბერი 2022
დონორი: ADB
საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის გარემოსდაცვითი მონიტორინგის ნახევარი წლის ანგარიში
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და საქართველოს მთავრობამ (GoG) წამოაყენეს ინტეგრირებული და პროგრამული საქართველოში საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების განვითარებისთვის გადაწყვეტის გზები, რათა ურბანული სექტორი გახდეს ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი, სოციალურად ინკლუზიური და ეკოლოგიურად მდგრადი. აღნიშნული ინიციატივის საპასუხოდ, მთავრობამ შეიმუშავა „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა“ საქართველოს მასშტაბით ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გასაუმჯობესებლად.
8 სექტემბერი 2022
მუნიციპალიტეტი: ზუგდიდი
დონორი: ADB
ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის და მუზეუმის მშენებლობა ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გეგმავს ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშენებლობას ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
10 აგვისტო 2022
მუნიციპალიტეტი: თანეთი
დონორი: WB
სოფელ ჭურჭელაურებისა და სოფელ ზემო არტანის დამაკავშირებელი გზის 10კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია
ქვე-პროექტი - „სოფელ ჭურჭელაურებისა და სოფელ ზემო არტანის დამაკავშირებელი გზის 10კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია“ ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (SRMIDP-AF) დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს, არსებული გზის 9,610 მ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციას, რომელიც წარმოადგენს თიანეთის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების: ჭურჭელაურის, მამადაანების, ლიშოს, ბოდახევას, თეთრაულების, ქვემო და ზემო არტანების დამაკავშირებელ გზას.
5 აგვისტო 2022
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: WB
საბაზისო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა თბილისის ეროვნულ პარკში
ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში (RDP 3), რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. თბილისის ეროვნულ პარკში საბაზისო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის ქვე-პროექტის მიზანია საბაზისო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, თბილისის ეროვნული პარკის ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით.
12 ივლისი 2022
მუნიციპალიტეტი: წყალტუბო
დონორი: WB
მუნიციპალური გზების რამდენიმე მონაკვეთის რეაბილიტაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში
ქვე-პროექტი - “მუნიციპალური გზების რამდენიმე მონაკვეთის რეაბილიტაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში“, ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (SRMIDP-AF) დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური გზების რეაბილიტაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს 10 (ათი) გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას წყალტუბოს რამდენიმე უბანში, ფარცხანაყანევის, მაღლაკის, და ზედა მესხეთის ჩათვლით. გზების საერთო სიგრძე დაახლოებით 31.3 კმ შეადგენს.
12 ივლისი 2022
მუნიციპალიტეტი: ზუგდიდი
დონორი: WB
რუხი-ახალაბასთუმნის გზის (მეუნარგიას, ჭავჭავაძის და შულუხიას ქუჩები) რეაბილიტაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
ქვე-პროექტი - „რუხი-ახალაბასთუმნის გზის (მეუნარგიას, ჭავჭავაძის და შულუხიას ქუჩები) რეაბილიტაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (SRMIDP-AF) დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვეპროექტით გათვალისწინებულია რუხი-ახალაბასთუმნის გზის რეაბილიტაცია, რაც მოიცავს მეუნარგიას, ჭავჭავაძის და შულუხიას ქუჩებს, საერთო სიგრძით: 3,827 მეტრი.
12 ივლისი 2022
მუნიციპალიტეტი: გარდაბანი
დონორი: WB
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მესამე ეტაპის სამუშაოები
ქვე-პროექტი - “გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მესამე ეტაპის სამუშაოები” ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (SRMIDP-AF) დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას.