სიახლეები

21 ოქტომბერი 2020

მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმი აშენდა

მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი 2020 წლიდან ახალ შენობაში განთავსდება. ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა და მისი ღირებულება 9,6 მლნ ლარს აჭარბებს.
20 ოქტომბერი 2020

გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დაასრულა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.4 მილიონ ლარზე მეტია.
15 ოქტომბერი 2020

იმერეთის 5 სოფლის, მათ შორის, ერთი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ პერევის, მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
13 ოქტომბერი 2020

წყალტუბოში ახალი ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობა აშენდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, წყალტუბოში, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ასრულებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით ხორციელდება.
12 ოქტომბერი 2020

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 5.9 მილიონი ლარით ფინანსდება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
8 ოქტომბერი 2020

სოფელ დარჩელში სკოლის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 1.7 მილიონი ლარით ფინანსდება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
7 ოქტომბერი 2020

სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ახალი საბავშვო ბაღი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მოინახულა.
6 ოქტომბერი 2020

ფოთში ახალი, უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ფოთში უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მოწყობის და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობის სამუშაოებს ასრულებს.
5 ოქტომბერი 2020

ფოთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 14.5 მილიონი ლარია.
1 ოქტომბერი 2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

დაგეგმილია სკოლის სრული რეაბილიტაცია. კეთილმოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, კომუნიკაციები, სველი წერტილები. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.