სიახლეები

8 აპრილი 2021

ფოთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 14.5 მილიონი ლარია.
27 მარტი 2021

საჩხერის 5 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფლების - ჯრიას, დარყას, ჭალას, სპეთის და მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს.
22 მარტი 2021

რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი ავტობუსი 6 ქალაქს უკვე გადაეცა

ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 175 ავტობუსი უკვე გადასცა 6 ქალაქს. თელავსა და ფოთს გადაეცა 10-10 ავტობუსი, გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ხოლო ქუთაისს 60 ერთეული ავტობუსი.
19 მარტი 2021

ქუთაისში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სახლები შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, შერვაშიძის ქ. N53-ში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 5 თექვსმეტ სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 36 მილიონ ლარს სცდება.
17 მარტი 2021

სოფელ ოყურეშის მისასვლელი და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის მისასვლელი და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნულ საავტომობილო გზაზე დაიგება ბეტონის საფარი და მოეწყობა ბეტონის კიუვეტები.
17 მარტი 2021

წყალტუბოში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სახლები შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 6 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
16 მარტი 2021

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პატარა მეჯვრისხევში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ მეჯვრისხევში საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა.
13 მარტი 2021

სოფელ ვერტყვიჭალაში და საღანძილეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერტყვიჭალაში და საღანძილეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა.
7 თებერვალი 2021

რუსთავს თანამედროვე სტანდარტების 22 ახალი ავტობუსი გადაეცა

ათწლეულების განმავლობაში პირველად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი სრულად განახლდა. ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რუსთავს 22 ერთეული (83 მგზავრზე გათვლილი) ევრო-5 სტანდარტის ახალი ავტობუსი უკვე გადასცა.
5 თებერვალი 2021

ბათუმში ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი დაასრულა. პროექტის ფარგლებში სრულად აღდგა 2 კმ-იან მონაკვეთზე სანაპირო ზოლი.