დოკუმენტები
31 იანვარი 2015
სოფელ მუხროვანის გზების რეაბილიტაცია (გარდაბნის მუნიციპალიტეტი)
ქვე-პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანში. სარეაბილიტაციო გზების საერთო სიგრძე შეადგენს 3, 283 მ-ს. ქვე პროექტი ითვალისწინებს გზის ზედაპირის რეაბილიტაციას ასფალტით და გზის კიუვეტებს და სადრენაჟე მილების გაწმენდას. ქვე-პროექტს ექნება დადებითი გრძელვადიანი ზეგავლენა, გააუმჯობესებს რა ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ და ტრანსპორტირების პირობებს, ზემოქმედების არსებული უარყოფითი ფაქტორების (მტვერი, ემისიები, ვიბრაცია და ხმაური) შემცირების გზით.
27 იანვარი 2015
თუშეთის ( ფშაველი - აბანო - ომალო ) საავტომობილო გზის უსაფრთხოების ღონისძიებები - გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვეპროექტი მიზნად ისახავს სოფლების ფშაველისა და ომალოს დამაკავშირებელ 72 კმ-იან გზაზე შერჩეული 8 პრობლემური მონაკვეთის რეაბილიტაციას: 7 მონაკვეთზე რკინა-ბეტონის ქვედა საყრდენი კედლების მოწყობას, ხოლო ერთ ადგილზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციის აივნის მოწყობას
22 იანვარი 2015
სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლების ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა
რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)
21 იანვარი 2015
სოფელ მუხროვანის გზების რეაბილიტაცია (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა
რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)
21 იანვარი 2015
სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია კასპში (კასპის მუნიციპალიტეტი) ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა
რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)
22 დეკემბერი 2014
საინფორმაციო შეხვედრა „თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტ“-ის განხორციელებისას „კრწანისის ტყე-პარკზე“ შესაძლო ზემოქმედების შესახებ ჩატარებული კვლევის თაობაზე
2014 წლის 26 დეკემბერს 16:00 სთ-ზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშნებლების 150, მე-3 სართული) დაინტერესებულ მხარეებთან გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა „თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტ“-ის განხორციელებისას „კრწანისის ტყე-პარკზე“ შესაძლო ზემოქმედებისა და დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ.
20 ოქტომბერი 2014
კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა უბისას მონასტერთან ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა
2014 წლის 23 ოქტომბერს 12:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, საჯარო სკოლის შენობაში გაიმართება ქვე-პროექტის „კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა უბისას მონასტერთან“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
16 ოქტომბერი 2014
გზის რეაბილიტაცია სოფელ მირზაანში (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
ქვეპროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ბეტონის კიუვეტების (110,5მ3) მოწყობას სოფელ მირზაანში. ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთო სიგრძით 0,89 კმ გზის რეაბილიტაცია.
16 ოქტომბერი 2014
ქუჩების რეაბილიტაციის ქვე-პროექტი გურჯაანში
ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბესიკის ქუჩების რეაბილიტაცია. ქვე-პროექტის ფარგლებში აღდგენილი იქნება 2,278 კმ სიგრძის გზის საფარი. ქვე-პროექტს ექნება დადებითი გრძელვადიანი ზეგავლენა, გააუმჯობესებს რა ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ და ტრანსპორტირების პირობებს.
14 ოქტომბერი 2014
ერეკლე II სასახლის (ბატონის ციხე, თელავი) რესტავრაციის ქვეპროექტი
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის (RDP) ფარგლებში და მიზნად ისახავს ერეკლე II სასახლის (ბატონის ციხე) რესტავრაციას, კერძოდ, ნაგებობის დაზიანებული ნაწილების გამოცვლას და 1980–იან წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს მიღებული მრავალი არასწორი გადაწყვეტილების შედეგების გამოსწორებას. მათ შორის სახურავისა და აივნების, ხის საყრდენი კონსტრუქციების, სახურავის ფენილის, ხის აჟურული ვიტრაჟის, კარებისა და აგურის იატაკის შეცვლას. ქვე-პროექტს ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.