დასრულებული ტენდერები

გამოქვეყნებულია: 13 მარტი 2014    /    დასრულებული: 4 აპრილი 2014

წყალტუბოს „ცივი“ ტბის, ცენტრალური პარკის, გზების, ბილიკებისა და სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია, ტენდერის #: IDA/RDPII/CW/NCB/01-1-2014-L2

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონალური განვითარების პროექტის (II ფაზა ) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: ქ. წყალტუბოს „ცივი“ ტბის და ცენტრალური პარკის გზების, ბილიკების და სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია.
გამოქვეყნებულია: 13 მარტი 2014    /    დასრულებული: 18 მარტი 2014

განცხადება გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერზე

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისის სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 13 მარტი 2014    /    დასრულებული: 2 აპრილი 2014

განცხადება ელექტრონულ ტენდერზე

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მარტვილის მუნიციპალიტეტში გაჭედილი-ბალდა-მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 13 მარტი 2014    /    დასრულებული: 18 მარტი 2014

განცხადება გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერზე

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს სოფელ ძეგვში ბაგა-ბაღის შენობის რემონტისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 13 მარტი 2014    /    დასრულებული: 14 მარტი 2014

განცხადება შესყიდვის ელექტრონულ ტენდერზე

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტში ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის პრობლემური მონაკვეთების რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და დეტალური საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად სახელმწიფო შესყიდვას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 მარტის N373 განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
გამოქვეყნებულია: 13 მარტი 2014    /    დასრულებული: 14 მარტი 2014

განცხადება შესყიდვის ელექტრონულ ტენდერზე

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს ქ. თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული „თელავის ხევის“ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის და რეაბილიტაციის დეტალური საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 მარტის N384 განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით
გამოქვეყნებულია: 13 მარტი 2014    /    დასრულებული: 14 მარტი 2014

განცხადება შესყიდვის ელექტრონულ ტენდერზე

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფახულანის თემის ცენტრიდან საბერიოს საზღვრამდე არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის და დეტალური საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად სახელმწიფო შესყიდვას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 მარტის N372 განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
გამოქვეყნებულია: 10 მარტი 2014    /    დასრულებული: 17 მარტი 2014

მოთხოვნა ინტერესის გამოხატვაზე სოციალური უსაფრთხოების კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისი-რუსთავის საქალაქო კავშირის პროექტისთვის (Urban Link Project) (მონაკვეთი 2)

პროექტს აფინანსებს საქართველოს მთავრობა და აზიის განვითარების ბანკი (ADB). პროექტის განმახორციელებლი სააგენტოა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF). პროექტი ითვალისწინებს თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას, კერძოდ, თბილისს და რუსთავს შორის 17,1 კმ სიგრძის 2-ხაზიანი გზის მოდერნიზაციას საერთაშორისო სტანდარტამდე, „I კატეგორიის“ გზატკეცილამდე, 4 ხაზით და 100-120 კმ/სთ საერთო საპროექტო სიჩქარით, და მოიცავს „ქალაქის ბულვარის“ მონაკვეთს შემცირებული ჩქაროსნული რეჟიმით. პროექტი ისახავს ორ ძირითად მიზანს: (1) ადგილობრივი და საქალაქო, რაც დაკავშირებულია თბილისს და რუსთავს შორის საქალაქო კავშირის გაუმჯობესებასთან; (2) საერთაშორისო, აზერბაიჯანს და საქართველოს შორის, და ამგვარად კასპიის ზღვას (ბაქოს პორტი) და შავ ზღვას (ფოთის და ბათუმის პორტები) შორის კავშირის გაფართოვება.
გამოქვეყნებულია: 10 მარტი 2014    /    დასრულებული: 11 მარტი 2014

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ავეჯის (რბლი სავარძლების) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ავეჯის (რბლი სავარძლების) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:

გამოქვეყნებულია: 10 მარტი 2014    /    დასრულებული: 21 მარტი 2014

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სარეკლამო მომსახურების (ბანერის ბეჭდვისა და სარეკლამო ბილბორდის დაქირევების) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სარეკლამო მომსახურების (ბანერის ბეჭდვისა და სარეკლამო ბილბორდის დაქირევების) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული: