დასრულებული ტენდერები

გამოქვეყნებულია: 1 მაისი 2014    /    დასრულებული: 5 მაისი 2014

განცხადება საკონკურსო წინადადების გამოქვეყნების შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს “დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკასა და არხოტის თემის სოფლების ახიელი-ჭიმღა-ამღას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვაზე” და იწვევს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.
გამოქვეყნებულია: 1 მაისი 2014    /    დასრულებული: 2 ივნისი 2014

შპს ,,ყვარლის ბაგა“-ს მისასვლელი გზის, წყალმომარაგების, გაზმომარაგების და ტელეკომუნიკაციის ქსელების მოწყობის სამუშაოები

კონტრაქტის/ტენდერის #: IBRD/RDP/CW/NCB/27-2014

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან დაფინანსება რეგიონალური განვითარების პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: შპს ,,ყვარლის ბაგა“-ს მისასვლელი გზის, წყალმომარაგების, გაზმომარაგების და ტელეკომუნიკაციის ქსელების მშენებლობა.
გამოქვეყნებულია: 1 მაისი 2014    /    დასრულებული: 2 ივნისი 2014

გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

ტენდერის #EIB/WIMPII/W/NCB/22

საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული სამუშაოების დასაფინანსებლად. ძირითადი სამუშაოები მოიცავს პოლიეთილენის და ფოლადის მილების მონტაჟს, მიწის სამუშაოებს და რკინა-ბეტონის სამუშაოებს.
გამოქვეყნებულია: 1 მაისი 2014    /    დასრულებული: 22 მაისი 2014

წყალტუბოს წრიული გზის სანიაღვრე სისტემის და წრიული გზის საფარის რეაბილიტაცია (II ფაზა)

ტენდერის #: IDA/RDPII/CW/NCB/01-1-2014-L1

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონალური განვითარების პროექტის (II ფაზა) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: ქ. წყალტუბოს წრიული გზის სანიაღვრე სისტემის და წრიული გზის საფარის რეაბილიტაცია (ფაზა 2). ძირითადი სამუშაოები მოიცავს ქ. წყალტუბოს წრიული გზის რეაბილიტაციას, სანიაღვრე დრენაჟის სისტემის მოწყობას, ბილიკების, მოედნების და ტროტუარების კეთილმოწყობას, აგრეთვე ორი ხიდის რეაბილიტაციას.
გამოქვეყნებულია: 1 მაისი 2014    /    დასრულებული: 16 მაისი 2014

ტენდერზე მოწვევის განცხადება

საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის პროექტის დასაფინანსებლად .
გამოქვეყნებულია: 30 აპრილი 2014    /    დასრულებული: 30 მაისი 2014

წაღვერის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

ტენდერის #EIB/WIMPII/W/NCB/18

საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული სამუშაოების დასაფინანსებლად. ძირითადი სამუშაოები მოიცავს პოლიეთილენის და ფოლადის მილების მონტაჟს, მიწის სამუშაოებს და ასფალტის საფარის აღდგენას.
გამოქვეყნებულია: 29 აპრილი 2014    /    დასრულებული: 29 მაისი 2014

ახალციხის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

ტენდერის #EIB/WIMPII/W/NCB/17

საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული სამუშაოების დასაფინანსებლად. ძირითადი სამუშაოები მოიცავს პოლიეთილენის მილების მონტაჟს, მიწის სამუშაოებს და ასფალტის საფარის აღდგენას.
გამოქვეყნებულია: 29 აპრილი 2014    /    დასრულებული: 30 მაისი 2014

მოთხოვნა ინტერესის გამოხატვაზე მეტროს სპეციალისტის და ტექნიკური კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისის მეტროს მე-2 ხაზის გაფართოვების (განშტოების) და უნივერსიტეტის სადგურის შექმნის სამუშაოების მეთვალყურეობისთვის

პროექტს აფინანსებს საქართველოს მთავრობა და აზიის განვითარების ბანკი (ADB). ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს დაინტერესების გამოხატვას მეტროს საერთაშორისო სპეციალისტის და ტექნიკური კონსულტანტის შერჩევაზე თბილისის მეტროს მე-2 ხაზის გაფართოვების (განშტოების) და უნივერსიტეტის სადგურის შექმნის სამუშაოების მეთვალყურეობისთვის.
გამოქვეყნებულია: 28 აპრილი 2014    /    დასრულებული: 28 მაისი 2014

დუშეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

ტენდერის #EIB/WIMPII/W/NCB/14

საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული სამუშაოების დასაფინანსებლად.
ძირითადი სამუშაოები მოიცავს ფოლადის და პოლიეთილენის მილების მონტაჟს, მიწის სამუშაოებს და ასფალტის საფარის აღდგენას.


გამოქვეყნებულია: 28 აპრილი 2014    /    დასრულებული: 5 მაისი 2014

ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა

საკონსულტაციო მომსახურება განსახლების სამოქმედო გეგმის საფუძველზე საჩივრების შეფასებისათვის თელავის, ყვარლისა და დართლოს ქვე–პროექტების ფარგლებში
საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ერთობლივი თანადაფინანსებით ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტი კახეთის რეგიონში. პროექტის ღირებულებაა 75 მლნ აშშ დოლარი; ხანგრძლივობა - 2012-2016 წწ. აღნიშნული პროექტის მიზანია ინფრასტრუქტურული მომსახურებისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება კახეთის რეგიონში, ტურიზმზე დაფუძნებული ეკონომიკისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განვითარების მხარდაჭერის მიზნით (http://www.mdf-kakheti.com/), (http://www.kakheti.travel/).