სიახლეები

25 ნოემბერი 2021

ზუგდიდში ახალი სპორტული კომპლექსი შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის 11.3 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ ზუგდიდში სპორტულ კომპლექსს აშენებს.
25 ნოემბერი 2021

ახალციხეში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება

ქალაქ ახალციხეში მრავალფუნქციური სპორტ-კომპლექსი შენდება. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია.
21 ნოემბერი 2021

მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში, პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია

პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის, ცხრავე მუნიციპალიტეტში პროექტები დაწყებულია.
19 ნოემბერი 2021

სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონში პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია

პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტში სამუშაოები მიმდინარეობს.
16 ნოემბერი 2021

სამცხე ჯავახეთის რეგიონში პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია

პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტები სამცხე-ჯავახეთში დაწყებულია ბორჯომის, ადიგენის, ახალციხის, ახალქალაქისა, ასპინძის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.
12 ნოემბერი 2021

სამცხე-ჯავახეთში სამი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენის მუნიციპალიტეტში კიდევ 3 ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
3 ნოემბერი 2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდში 450 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას აშენებს. სკოლის მშენებლობის პროცესს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე გაეცნო.
3 ნოემბერი 2021

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველ მოადგილედ გიორგი ციბაძე დაინიშნა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილედ გიორგი ციბაძე დაინიშნა.
26 ოქტომბერი 2021

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის, უპრეცედენტოდ მასშტაბური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი დასრულდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის, უპრეცედენტოდ მასშტაბური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი დაასრულა. ახალაშენებულ კორპუსებში ბინა იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს გადაეცემა.

18 ოქტომბერი 2021

სოფელ ძველ ანაგაში ბავშვები სრულად განახლებულ სკოლაში წავიდნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას. ფონდმა სოფელ ძველ ანაგაში 200 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაასრულა.