დოკუმენტები

15 აპრილი 2016

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის განახლებული სამუშაო ვერსია

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკა“-ში (5.04.2016, N62) გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული „თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობის“ პროექტის (მე-2 მონაკვეთი) გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა, ნაცვლად 25 მაისისა ჩატარდება 2016 წლის 7 ივნისს.
11 აპრილი 2016

ტრანსპორტის სფეროში, დედაქალაქში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით, შინამეურნეობების კვლევა ჩატარდება

ტრანსპორტის სფეროში, დედაქალაქში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით, 2016 წლის აპრილ-ივნისში მუნიციპალური განვითარების ფონდი, თბილისის მერიასთან შეთანხმებით, ატარებს შინამეურნეობების კვლევას.
კვლევა ხორციელდება მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (სუტიპი) ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შერჩეული ერთობლივი საწარმოს „სისტრა“-სა (საფრანგეთი) და „გორბი“-ს (საქართველო) მონაწილეობით. კვლევის პროცესში, მოხდება 6,000 შინამეურნეობის გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
6 აპრილი 2016

თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის თბილისი-რუსთავის გზის II მონაკვეთის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული ანგარიშის სამუშაო ვერსია

თბილისი-რუსთავის გზის II მონაკვეთის (Sta: 4+000 ~ 10+800) მოდერნიზაციის პროექტი, რომლის სიგრძეც შეადგენს 6,8 კმ-ს, არის თბილისი-რუსთავის 17,4 კმ-იანი საავტომობილო გზის ნაწილი, რომლის მიზანია რუსთავსა და თბილისს შორის არსებული დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც იქნება გარანტი ეფექტური კავშირისა თბილისსა და რუსთავს შორის. პროექტის მიზანია სპეციალური საგზაო კონსტრუქციების/მოწყობილობების მოწყობა როგორიცაა საგზაო კვანძები, გზაგამტარები, ხიდები, საყრდენი კედლები, ავტობუსის გაჩერებები, საფეხმავლო ხიდები, რათა უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურებას.
4 აპრილი 2016

EIB - Projects -2016

18 მარტი 2016

თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია

„თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია“ წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც „თვინინგისა და ინსტიტუციონალური გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში მომზადდა. მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამას (Sustainable Urban Transport Investment Program – SUTIP) საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. სტრატეგია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაქირავებულმა კონსულტანტმა, ბ-ნმა ჟან-მანუელ ჟილიმ თვინინგის პროექტის ფარგლებში მოამზადა. სტრატეგიის დოკუმენტი 2016 წლის 3 თებერვალს თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე იქნა განხილული და დოკუმენტი ქალაქის სატრანსპორტო სამსახურს გადაეცა. მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია 15 წლიან სამეტაპიან სამოქმედო გეგმას მოიცავს.
25 თებერვალი 2016

რეგიონული განვითარების მეორე პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი

გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი მომზადებულია რეგიონული განვითარების მეორე პროექტისათვის, რომელიც ხორციელდება იმერეთის რეგიონში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი აღწერს საჭირო გარემოსდაცვით და სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს რეგიონული განვითარების მეორე პროექტის დაგეგმვის, დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე ეროვნულ კანონმდებლობასთან და მსოფლიო ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. გარემოზე ზემოქმედების ჩარჩო დოკუმენტი მოიცავს პროექტის მართვის გარემოსდაცვით, სოციალურ და კულტურულ ასპექტებს.
11 თებერვალი 2016

აუდიტორული დასკვნა

2015 წ. დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიები „SOS-Audit“-ის და „Grant Thornton”-is მიერ ჩატარდა ფონდის 2014 წლის საქმიანობის შემოწმება (პროექტებისა და ფონდის, როგორც ორგანიზაციის ჭრილში). აუდიტორული შემოწმების შედეგად საქმიანობის ყველა მიმართულების მიხედვით მიღებულია დადებითი შეფასება.
25 დეკემბერი 2015

დაბა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის (მესტიის მუნიციპალიტეტი) რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (RMIDP 2) ფარგლებში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს მესტიის მუნიციპალიტეტში, კერძოდ დაბა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაციას. არსებული შენობა წარმოადგენს გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენებულ ორსართულიან ნაგებობას (ფართობი 806,3 მ2), რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს.
24 ნოემბერი 2015

კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობა კაცხის მონასტერთან

ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძრისა და სამრეკლოს რეაბილიტაცია, კედლის გამაგრება ტაძრის გარშემო და საკათედრო ტაძრის ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტი განთავსებულია შემდეგ ბმულზე:
24 ნოემბერი 2015

კაცხისა და უბისის მონასტრების სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები

ქვე-პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია უბისას უძველესი სამონასტრო კომპლექსის: წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის (IX საუკუნე), ოთხ სართულიანი კოშკის - მესვეტის საცხოვრებელის (1141 წელი), უძველესი გალავნის ნანგრევების (XII საუკუნე) და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას. ობიექტი წარმოადგენს მოქმედ მონასტერს ღიას, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტი განთავსებულია შემდეგ ბმულზე: