დასრულებული ტენდერები

გამოქვეყნებულია: 1 აპრილი 2016    /    დასრულებული: 7 აპრილი 2016

ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - ინდივიდუალური განსახლების სპეციალისტის შერჩევა თბილისი-რუსთავის ურბანული პროექტისათვის

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მთავრობისა (GoG) და აზიის ბანკის მიერ (ADB). საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ფონდი) წარმოადგენს პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას. პროექტი ითვალისწინებს თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას. ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ინტერესის გამოხატვას განსახლების კონსულტანტის შესარჩევად თბილისი-რუსთავის ურბანული პროექტისთვის.
გამოქვეყნებულია: 28 მარტი 2016    /    დასრულებული: 28 აპრილი 2016

სოფელ გოგაშენის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და უსაფრთხოების ღონისძიებები.

კონტრაქტის/ტენდერის #IBRD/RDPIII/CW/NCB/10-2016

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: სოფ. გოგაშენის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და უსაფრთხოების ღონისძიებები.
გამოქვეყნებულია: 25 მარტი 2016    /    დასრულებული: 31 მარტი 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 დეკემბრის N2646 განკარგულების თანახმად თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჩხარი-ზედა ალისუბნის დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 400 000 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2016 წლის 31 მარტს 17:30 საათზე.
გამოქვეყნებულია: 23 მარტი 2016    /    დასრულებული: 5 მაისი 2016

ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის ფარგლებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურება.

კონტრაქტის/ტენდერის No: EIB/URDP/CS/QCBS/01-2016
საქართველომ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) სესხი ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის ფარგლებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურება.
გამოქვეყნებულია: 22 მარტი 2016    /    დასრულებული: 29 მარტი 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ

მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის N310 განკარგულების თანახმად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი.
გამოქვეყნებულია: 11 მარტი 2016    /    დასრულებული: 1 აპრილი 2016

საკონკურსო ვაჭრობაზე მოწვევის განცხადების ცვლილება

გაცნობებთ,რომ გამოცხადებულ ტენდერზე- თბილისი-წითელი ხიდის ( აზერბაიჯანის საზღვატი) გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაცია (მე-2 მონაკვეთი) საკონკურსო ვაჭრობაზე მოწვევის განცხადებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ საკონკურსო წინადადების წარდგენის ვადა გაიზარდა 2016 წლის 1 აპრილის ჩათვლით
გამოქვეყნებულია: 11 მარტი 2016    /    დასრულებული: 21 მარტი 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ - თაინეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჟებოტაში ამაღლების სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს თაინეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჟებოტაში ამაღლების სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 11 მარტი 2016    /    დასრულებული: 17 მარტი 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს 39113100 - საოფისე სავარძლების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 1960 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2016 წლის 17 მარტს 15:00 საათზე (SPA160008255).
გამოქვეყნებულია: 10 მარტი 2016    /    დასრულებული: 17 მარტი 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ადმინისტრაციული შენობის ლიფტის ტექნიკური მომსახურების (CPV 50750000) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 5000 ლარს, ხოლო პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 10525 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2016 წლის 17 მარტს 15:00 საათზე (SPA160008146).
გამოქვეყნებულია: 4 მარტი 2016    /    დასრულებული: 11 მარტი 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან - გურჯაანის ყოვლადწმიდის მონასტერთან არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის წყალმომარაგების სისტემის მოწყობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2016 წლის 11 მარტს 13:00 საათზე.