სიახლეები
8 სექტემბერი 2022
ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში 6 სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში 6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა.
4 სექტემბერი 2022
მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადება
მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მედიასთან გამართა ღია შეხვედრა ფონდის მართვაში არსებული სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტებთან დაკავშირებით. შეხვედრის მიზანი იყო მედიისთვის და მათი საშუალებით, საზოგადოებისათვის მიგვეწოდებინა სრული და სწორი ინფორმაცია ყველა მიმდინარე პროექტზე, მათ შორის, არსებულ გამოწვევებზე.
1 სექტემბერი 2022
დავით ტაბიძე სკოლების რეაბილიტაცია/მშენებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს შეხვდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ტაბიძემ სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
31 აგვისტო 2022
განცხადება - ქარელის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესში, გამოვლინდა შენობის კონსტრუქციული ნაწილის პრობლემა, რომელიც აუცილებლად მოითხოვდა დამატებით გამაგრებით სამუშაოებს. შენობის კონსტრუქციული ნაწილის გამაგრების პროექტის მომზადების პარალელურად, წარმოებდა ყველა შესაძლო სამუშაო, ხოლო გამაგრების პროექტის მომზადების შემდეგ, გაგრძელდება როგორც დარჩენილი სამუშაოები, ისე გამოვლენილი ხარვეზების ეტაპობრივად გამოსწორება. შესაბამისად, ახალსოფლის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.
26 აგვისტო 2022
ლანჩხუთში ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.
20 აგვისტო 2022
გურიაში მიმდინარე „განახლებული რეგიონების“ პროექტებთან დაკავშირებით
პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში პროექტებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აღმაშენებელი-ქუთაისი“ ახორციელებს.
5 აგვისტო 2022
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5.5 მილიონი ლარია.
24 ივლისი 2022
ქობულეთის ახალი ბულვარი გაიხსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქობულეთში ახალი 1 კმ-მდე სიგრძის ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
29 ივნისი 2022
საქართველო საჯარო სკოლების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციისთვის 55,4 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის, სვენია შულცეს ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას.
29 ივნისი 2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 3 სკოლის 2000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების, სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებს.