განცხადებები

24 ოქტომბერი 2016
მუნიციპალიტეტი: მცხეთა
დონორი: WB

სამცხე–ჯავახეთისა და მცხეთა–მთიანეთის რეგიონული და ტურიზმის განვითარების სტრატეგიების სტრატეგიული გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის შეფასება (SECHSA)

2016 წლის 3 ნოემბერს 15:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციულ შენობის მე-2 სართულზე (მისამართი: ქალაქი მცხეთა აღმაშენებლის ქუჩა #73) გაიმართება სამცხე–ჯავახეთისა და მცხეთა–მთიანეთის რეგიონული და ტურიზმის განვითარების სტრატეგიების სტრატეგიული გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის შეფასების (SECHSA) დოკუმენტის საჯარო განხილვა.
20 ოქტომბერი 2016
მუნიციპალიტეტი: დუშეთი
დონორი: WB

პარკის რეაბილიტაცია ქალაქ დუშეთში ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2016 წლის 26 ოქტომბერს 15:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: ქ.დუშეთი, რუსთაველის ქუჩა N27, მეორე სართული). ) გაიმართება ქვე-პროექტის „პარკის რეაბილიტაცია ქალაქ დუშეთში“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა.
14 ოქტომბერი 2016
მუნიციპალიტეტი: მცხეთა
დონორი: WB

საფარას სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და სამცხე–ჯავახეთისა და მცხეთა–მთიანეთის რეგიონული და ტურიზმის განვითარების სტრატეგიების სტრატეგიული გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის შეფასება (SECHSA)

2016 წლის 20 ოქტომბერს 14:00 საათზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: ქალაქი ახალციხე, შალვა ახალციხელის #2) გაიმართება სამცხე–ჯავახეთისა და მცხეთა–მთიანეთის რეგიონული და ტურიზმის განვითარების სტრატეგიების სტრატეგიული გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის შეფასების (SECHSA) დოკუმენტის, ქვე-პროექტის „საფარას სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“ გარემოსდაცვითი მიმოხილვის და სოციალური და გენდერული საკითხების საჯარო განხილვა.
14 სექტემბერი 2016
მუნიციპალიტეტი: ვანი
დონორი: WB

ქ. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქცია - ფაზა 3 ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა

2016 წლის 19 სექტემბერს 14:00 საათზე, ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზის შენობაში გაიმართება ქვე-პროექტის „ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქცია - ფაზა 3“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა.
11 ივლისი 2016
მუნიციპალიტეტი: ყაზბეგი
დონორი: WB

დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაცია და სოფელ გერგეთში მისასვლელი საავტომობილო გზისა და გერგეთის სამებასთან მისასვლელი საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია ქვე-პროექტების ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა

2016 წლის 15 ივლისს 13:00 საათზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: დაბა სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის ქუჩა #1) გაიმართება ქვე-პროექტების „დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაცია“ და „სოფელ გერგეთში მისასვლელი საავტომობილო გზისა და გერგეთის სამებასთან მისასვლელი საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა.
2 ივნისი 2016
მუნიციპალიტეტი: ყაზბეგი
დონორი: WB

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დარიალის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზისა და ავტოსადგომის რეაბილიტაცია

2016 წლის 6 ივნისს 14:00 საათზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: დაბა სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის ქუჩა #1) გაიმართება ქვე-პროექტის „დარიალის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზისა და ავტოსადგომის რეაბილიტაცია“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა.
5 მაისი 2016
მუნიციპალიტეტი: ვანი
დონორი: WB

ქ. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქცია - ფაზა 3 ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა

2016 წლის 10 მაისს 13:00 საათზე, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: ქ. ვანი, თავისუფლების 65) გაიმართება ქვე-პროექტის „ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქცია - ფაზა 3“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა.
4 თებერვალი 2016
მუნიციპალიტეტი: ლენტეხი
დონორი: WB

ხიდების რეაბილიტაცია და მშენებლობა ლენტეხის მუნიციპალიტეტში

2015 წლის 9 თებერვალს 14:00 საათზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზში (დაბა ლენტეხი, თამარ მეფის ქუჩა N24) გაიმართება ქვე-პროექტის „ხიდების რეაბილიტაცია და მშენებლობა ლენტეხის მუნიციპალიტეტში“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
28 იანვარი 2016
მუნიციპალიტეტი: ბათუმი
დონორი: ADB

„ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებ”-ის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი კვლევის (IEE) განახლებული დოკუმენტის განხილვა

2016 წლის 2 თებერვალს 12:00 სთ-ზე, ქ. ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში (მისამართი: ლუკა ასათიანის ქ. 25) საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ეგიდით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან, „ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრების“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი კვლევის (IEE) განახლებული დოკუმენტის განხილვის თაობაზე.
16 დეკემბერი 2015
მუნიციპალიტეტი: მესტია
დონორი: WB

მესტიაში ლეო ფლფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის შენობის რეაბილიტაცია - ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2015 წლის 22 დეკემბერს, 11:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში (სეტის მოედანი #1) გაიმართება ქვე-პროექტის „დაბა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის შენობის რეაბილიტაცია“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.