• წყალტუბოში საკურორტო ზონის რეაბილიტაცია ხორციელდება
  • წიწამურში ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი გაიხსნა
  • კასპში იძულებით გადაადგილებულ 113 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადაეცა
  • თბილისი- რუსთავის ავტომაგისტრალზე ცემენტო- ბეტონის საფარის დაგება დაიწყო
  • ბორჯომში იძულებით გადაადგილებულ 18 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადაეცა
18 აპრილი 2015

6 სოფლის მოსახლეობა სიღნაღსა და წნორს განახლებული გზით დაუკავშირდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსმუნიციპალური განვითარების ფონდი, სიღნაღის მუნიციპალიტეტშისოფლების ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი, რომლის ღირებულება 2 831 384,37 ლარია, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული დამუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
16 აპრილი 2015

წნორის მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, წნორში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მისი დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა, ახალი სისტემით, მაღალი ხარისხის წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს.
15 აპრილი 2015

ქალაქ გურჯაანსა და სოფელ მირზაანში შიდა ქუჩების რეაბილიტაცია ხორციელდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქალაქ გურჯაანსა და სოფელ მირზაანში ოთხი ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში- ბესიკის, ბარათაშვილის და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაცია, ამავდროულად სოფელ მირზაანში სრულდება შიდა ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება 1 493 156,73 ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტის მიმდინარეობა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გემგებელ გია გერგიძესთან ერთად დაათვალიერა.
9 აპრილი 2015

თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული "თელავის ხევი"-ს რეაბილიტაცია და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაცია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქალაქ თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული "თელავის ხევი"-ს რეაბილიტაციას ახორციელებს, სამუშაოების ღირებულება - 1 108 914,99 ლარია. ამის პარალელურად თელავში მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 900 ათას ლარე მეტია, ორივე პროექტის ფარგლებში სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა, თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა დაათვალიერეს.
7 აპრილი 2015

გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შედეგად მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ქალაქ გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს, სამუშაოების საერთო ღირებულება 3 277 824,94 ლარია, წყლის ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სამშენებლო სამუშაოებზე 45 ადამიანია დასაქმებული. პროექტის განხორციელების შედეგად გურჯაანის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.