აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - „მწვანე სახლი“ გაიხსნა

2 აპრილი 2015

აუტიზმის ცნობდობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა,  მუნიციპალური განვითარების  ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან - ილია დარჩიაშვილთან ერთად დღეს თბილისშიფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - „მწვანე სახლიგახსნ. მწვანე სახლი არის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც სწორედ აუტიზმის მქონე  ბავშვებსა და ათ მშობლებს ეხმარება მკურნალობაში.  „მწვანე სახლისსარემონტო სამუშაოებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო დაფინანსებით განახორციელა და მისი  ღირებულება 65, 143.00 ლარია

აღნიშნული შენობის რეკონსტრუქციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან  „მწვანე სახლიმცირეწლოვან ბავშვებსა და მათ მშობლებს ფსიქიკური დარღვევების პრევენციასა და მკურნალობაში ეხმარებასარეაბილიტაციო ცენტრი, გარდა აუტიზმის მქონე ბავშვებისა, დახმარებას ადაპტაციის პრობლემების, განვითარების შეფერხების და ემოციური დარღვევებისა მქონე ბავშვებს უწევს. „მწვანე სახლიფრანგული მოდელით არის შექმნილი და დაარსების დღიდან მას მხარს საქართველოში საფრანგეთის საელჩო უჭერს. ცენტრის ინფორმაციით ყოველწლიურად ისინი დაახლოებით 300 ბავშვსა და მათ მშობლებს ეხმარებიან პრევენციასა და მკურნალობაში

ცნობილია, რომ მსოფლიოში ყოველ 20 წუთში ერთ ადამიანს უდგინდება აუტიზმის სინდრომი. საქართველოში ზუსტი სტატისტიკა აუტისტი ბავშვების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, თუმცა ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით  ყოველ 88 ბავშვში ერთი აუტისტია.  სწორედ ამ მაჩვენებლების  გათვალსწინებით მნიშნელოვანია, რომ თბილისში, საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრქტურის სამინსტროს ხელშეწყობით, კიდევ ერთი სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა, სადაც აუტიზმის მქონე ბავშვებს გაუწევენ დახმარებას.

2014 წლის თებერვალშიმწვანე სახლისმუშაობა დროებით შეჩერდა, ვინაიდან, შენობა, რომელშიც სარეაბილიტაციო ცენტრი იყო განთავსებული, ამორტიზირებული იყო და დემონტაჟს დაექვემდებარარის გამოცბავშვებს ფსიქოლოგიური და  პრევენციული დახმარების მიღება შეუწყდათ. სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორისა და ქალაქ   თბილისის მერიის მიმართვის საფუძველზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის  განკარგულების საფუძელზე,  ცენტრის რეკონსტრუქცია დაიწყო. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული  პროექტის შედეგადმწვანე სახლმა“  მუშაობა უკვე განაახლა.

პროექტის ფარგლებში მოხდა ამორტიზირებული შენობის დემონტაჟი და შენობის რემონტი, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად განხორციელდა, რათა მსგავსი ტიპის საჭიროების მქონე ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, დახმარება შესაბამის გარემოში მიიღონ

 

მწვანე სახლსდაარსების დღიდან 1000-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვისთის აქვს დახმარება გაწეული. ცენტრში ძირითადად 5 წლამდე ბავშვები დაყავთ. სარეაბილიტაციო ცენტრში  სპეიალისტები  ბავშვებთან,  როგორც ჯგუფური პრინციპით, ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში მუშაობენ.

2007  წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი  აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ  გამოაცხადა. ეს თარიღი საქართველოშიც აღინიშნება.  აუტიზმის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანია,  გაზარდოს აუტიზმის  შესახებ   ქართული საზოგადოების  ინფორმირებულობა , რათა უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დავა და რეალიზაცია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინტრ   და მუნიციპალური განვითარების ფონდი უერთდება აღნიშნულ მიზანს და მაქსიმალურად შეეცდება თავისი წვლილი შეიტანოს არსებული პრობლემის მოგვრებასა და ცნობიერების ამაღლებაში