მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ მუხროვანში 4 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია დაასრულა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანში 4 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ღირებულება 625 215 ლარია, სამუშაოებზე 30-მდე ადამიანი იყო დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლე იყო. რეაბილიტირებული გზა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა მოინახულა.
მუხროვანში შიდა გზებს რეაბილიტაცია 1990 წლის შემდეგ არ ჩატარებია რის გამოც აღნიშნული გზა სრულად იყო ამორტიზირებული, უგზოობის გამო მოსახლეობას გადაადგილება ძალიან უჭირდა. კერძოდ, რეაბილიტაციის დაწყებამდე აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტო/ბეტონის საფარი პრაქტიკულად აღარ არსებობდა. პროექტის განხრციელების შედეგად კი მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.