სიახლეები
21 ნოემბერი 2025
შეხვედრა №152 საჯარო სკოლის მშობლებთან და პედაგოგებთან
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან და თბილისის საკრებულოს წევრ გიორგი დოხრუტიშვილთან ერთად, თბილისის №152 საჯარო სკოლის მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდა.
12 ნოემბერი 2025
წნორში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წნორში, 200 მაყურებელზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
29 ოქტომბერი 2025
მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების პროექტებს განათლების სამინისტროს პრიორიტეტების და რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს
„საქართველოში განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია". -ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
20 ოქტომბერი 2025
ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თბილისის N89 სკოლა მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე შენობით ჩანაცვლდება
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, თბილისის N89 საჯარო სკოლის შენობას სრული დემონტაჟი ჩაუტარდება და მის ადგილას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა აშენდება.
20 ოქტომბერი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისში ახალ პროექტებს იწყებს
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად ქუთაისის ისტორიული ნაწილის რამდენიმე ქუჩა, ბიბლიოთეკის ისტორიული შენობა და მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი დაათვალიერა.
17 ოქტომბერი 2025
თბილისი–რუსთავის საავტომობი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მე-2 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
16 ოქტომბერი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა
ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მინისტრ რევაზ სოხაძის და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ბექა ურუშაძის მონაწილეობით, გაიმართა საკონკურსო კომისიის მორიგი სხდომა, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსების ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები განიხილეს.
15 ოქტომბერი 2025
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოდიშში ახალი 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ახალი საბავშვო ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ და ზუგდიდის ახლადარჩეულმა მერმა დავით კოდუამ, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.
15 ოქტომბერი 2025
გარდაბნის სოფელ ლემშვენიერაში №1 საბავშვო ბაღი გაიხსნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში №1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შეიქმნა უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო.
9 ოქტომბერი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროში არქიტექტურული კონკურსების კომისიის სხდომა გაიმართა
ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მინისტრის, რევაზ სოხაძის და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ბექა ურუშაძის მონაწილეობით, არქიტექტურული კონცეფციების შესაფასებლად საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.











