ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება
2018 წლის 23 იანვარს 15:00 საათზე, ქ. დუშეთის გამგეობის შენობაში (მისამართი: ქ.დუშეთი, რუსთაველის ქუჩა N27, მეორე სართული) გაიმართება ქვე-პროექტის „ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება“ გარემოსდაცვითი მიმოხილვის ანგარიშისა და ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი, რომელიც განხორციელდება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, ითვალისწინებს ქ.დუშეთის ისტორიული ნაწილის კერძოდ - რუსთაველის, ერეკლე II-ს, შამანაურის, ჭავჭავაძის, კოსტავას და წმ. ნინოს ქუჩებზე არსებული შენობა - ნაგებობების რეაბილიტაციას.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვის ანგარიში და ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:
- საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირები:
- ანა რუხაძე, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48,
ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge;
- ნუცა გუმბერიძე, ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი, მობ.: 5 98 88 20 19, ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში - ქ. დუშეთი, რუსთაველის ქუჩა N27, საკონტაქტო პირი - შალვა ინაშვილი, ქ. დუშეთში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი,
მობ: 5 98 53 39 90, ელ-ფოსტა: inashvilishalva@yahoo.com
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული რეგენერაციაა 18.01.2018