უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

19 დეკემბერი 2013

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განხილული იქნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხები. კომისიის წევრებმა იმსჯელეს თბილისის შემოსავლელი გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან, წყალტუბოსა და ბათუმში დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი უბნების მშენებლობასთან და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, გასულ წლებში წარმოქმნილ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.


შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეიქმნა. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.