აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია
2017 წლის 13 დეკემბერს 15:00 საათზე, აბასთუმანში საჯარო სკოლის შენობაში (მის: რუსთაველის ქუჩა # 40) გაიმართება ქვე-პროექტის „აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია“ გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი, რომელიც განხორციელდება მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, ითვალისწინებს დაბა აბასთუმანში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 17 სახლის (#56. #58. #62. #64. #66. #68. #70. #72. #76. #78. #80. #84. #94. #96. #100. #102. #104) რეაბილიტაციას. 
 ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (www.mdf.org.ge ), ასევე შემდეგ მისამართებზე:
| საქართველოს   მუნიციპალური   განვითარების   ფონდის   ოფისში   - ქ.   თბილისი,   დ.   აღმაშენებლის   გამზირი   #150, ტელ:   2 43 70 01 / 202. | |
| საკონტაქტო   პირები | ნუცა   გუმბერიძე, ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი, მობ.: 5 98 88 20 19,   ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge | 
| 
 | 
 | 
| 
 | გიორგი   გედევანიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი, ელ-ფოსტა: g.gedevanidze   @mail.ru , ტელ : 595 18 33 44 | 
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:
გმ - აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტი



