საუკუნის პროექტი- მუნიციპარი განვითარების ფონდი არხოტში გზას გაიყვანს
პირიქითა ხევსურეთი პირაქეთა ხევსურეთს 25-კილომეტრიანი გზის მონაკვეთით დაუკავშირდება. ახალი სამშენებლო გზის პროექტის პრეზენტაცია რუსთაველის თეატრში გაიმართა. ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რეგიონულლი განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
რუსთავლის თეატრში გზის მშენებლობის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართ და გზის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. “ხევსურებო, არ შეგაშინოთ გაჭირვებამ. არანაკლები გაჭირვება უნახავთ მოხევეებს. მთავარი ის არის, რომ ჩვენ გაჭირვებას არ უნდა შევურიგდეთ. უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს გაჭირვება. ეს გზა იქნება გაჭირვებიდან გამოსვლის გზა. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
ჟურნალისტებთან პროექტის შესახებ კომენტარი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, გზის მშენებლობისთვის დაახლოებით 490 000 ლარია საჭირ, რისთვისაც ემ ეტაპზე მიმდინარეობს მსოფლიო ბანკთან შეთანხმება და დოკუმენტაციის მომზადება, რათა აღნიშნულმა ბანკმა გზის მშენებლობა დააფინანსოს.
„არხოტის გზის მშენებლობა ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, იცით რომ ეს არის საზღვრისპირა ადგილი, სადაც გზის გაჭრა ა 33 ოჯახის დაბრუნება ხელს შეუწყობს ამ მხარის გაცოცხლებას. ამ ეტაპზე დონორთა მიმდინარეობს მოლაპრაკება, ამასთან ჩვენ უკვე ჩავატარეთ მოსამზადებელი სამუაოები , ამ ეტაოზე პროექტი ზუსტდება და შემდეგ დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს“,- განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
რეგიონული განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყება და 25 კილომეტრიანი იქნება.
„გზა პირიქითა ხევსურეთს პირაქეთა ხევსურეთთან დააკავშირებს. მანამდე ეს გზა საერთოდ არ არსებობდა და მხოლოდ საცხენოსნო ბილიკი გადიოდა. ახალი გზა არხოტამდე ჩავა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
დღეისთვის არხოტში მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობსს. თუ გზის მშენებლობა არ მოხდება, ისინიც დატოვებენ ამ ტერიტორიას, რომელიც ინგუშეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს და საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობვა აქვს. გასული საუკუნის 30-იან წლებში არხოტში 80-მდე ოჯახი სახლობდა. გზის მშენებლობის შემდეგ არხოტში კიდევ 33 ოჯახი აპირებს დაბრუნებას.