სოფელ სხვიტორში მგფ-ის მიერ აშენებული ხიდი 17 სოფელს საჩხერის ცენტრთან დააკავშირებს
22 ივლისი 2014
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში საავტომობილო ხიდი ააშენა, რომლის საშუალებითაც საჩხერის მუნიციპალიტეტის 17 სოფელი ცენტრს დაუკავშირდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ახლად აშენებული ხიდი გახსნა და მოსახლეობას გაესაუბრა. პროექტის ღირებულება 488 974,92 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ხიდის მშენებლობა მდინარე ჩიხურაზე მოხდა. ძველი ხიდი მწყობრიდან იყო გამოსული და ვერ აკმაყოფილებდა შესაბამის მოთხოვნებს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადადგილების დროს საფრთხეს უქმნიდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით აღნიშნული პრობლემა აღმოფხვრილია და სოფელ სხვიტორში ახალი, თანამედროვე სტანდარტის, საავტომობილო ხიდი აშენდა. ახალი ხიდის მეშვეობით საჩხერის მუნიციპალიტეტის 17 სოფელი ისარგებლებს და დაუკავშირდება საჩხერის ცენტრს.