რეგიონული განვითარების მინისტრმა 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის ორი კვარტლის მუშაობის შედეგებზე ისაუბრა
10 ივლისი 2014
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა,დღეს მედიას და საზოგადოებას სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების 6 თვის მუშაობის შედეგები წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციაზე მინისტრმა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ორი კვარტლის მუშაობის შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრის ცნობით, ფონდმა აღნიშნულ პერიოდში განახორციელა და დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. ფონდს ამჟამად 160 მიმდინარე პროექტი აქვს. საანგარიშო პერიოდში დაიგეგმა დამატებით 105 პროექტის განხორციელება. პირველ კვარტალში კი 20 პროექტი უკვე დასრულდა.