ილია დარჩიაშვილი იტალიის საელჩოსა და იტალიური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი იტალიის საელჩოს წარმომადგენლებსა და იტალიური კომპანია “SEVEX ES””-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. შეხვედრას იტალიის საელჩოს კომერციული ატაშე ფაბრიციო ბოვინიო, კომპანია “SEVEX ES””-ის წარმომადგენლები ჯუზეპე ვერედიჩე და რობერტო მასონე ესწრებოდნენ.
კომპანია “SEVEX ES””–ს სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების მრეწველობაში გამოცდილი კომპანიაა. კომპანია მსოფლიოში წამყვანი ლიდერია მაღალი ტექნოლოგიების, ინფორმატიკისა და ელექტრონული სისტემების წარმოებაში. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია გამოიყენება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სამხედრო სექტორი, გზების უსაფრთხოება, ტრანსპორტის უსაფრთხოება, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის მონიტორინგი, საზღვრების დაცვა, საკომუნიკაციო ქსელი და სხვა.
შეხვედრის მიზანს ზემოაღნიშნულ სფეროებში მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა წარმოადგენდა. Kკომპანიის წარმომადგენლებმა, ჯუზეპე ვერედიჩემ და რობერტო მასონემ, ფონდის დირექტორის მოადგილესთან შეხვედრაზე, საკუთარი პროდუქციის პრეზენტაცია წარადგინეს. შეხვედრის მთავარ თემას ინდუსტრიული და კომერციული თანამშრომლობის პერსპექტივები წარმოადგენდა. კომპანიის და საელჩოს წარმომადგენლები სხვა უწყებებშიც იმყოფებოდნენ.