დავით შავლიაშვილი და გიორგი ამაშუკელი KFW-ს ხელმძღვანელობას შეხვდნენ
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე და ამავდროულად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი, არჩილ ცაბუტაშვილი ბერლინში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში KFW-ს დაფინანსებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო, ასევე, ახალი ერთობლივი პროექტების დაფინანსების საკითხს. ამჟამად საქართველოს მუნიციპალურ განვითარების ფონდი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირთათის 10 საცხოვრბელ კორპუსს აშენებს.