გერმანიაში ქართული დელეგაციის ვიზიტი დასრულდა
ბერლინში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის, მისი პირველი მოადგილისა და ამავდროულად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ამაშუკელისა და ქალაქ თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ბოლო დღეს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მყარი ნარჩენების მართვის ქართული გამოცდილება გააცნო.
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის“ კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ბერლინში, სერთაშორისო კონფერენციაზე - „მდგრადი ურბანული განვითარება სამხრეთ კავკასიაში“, საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის კუთხით გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია გააკეთა. შუხოშვილმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც კომპანიაში ორწლიანი მუშაობის განმავლობაში განახორციელა.
გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გერმანელმა კოლეგებმა და ექსპერტებმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ოფიციალურ პირებს ურბანული დაგეგმარების, წყლის რესურსებისა და მყარი ნარჩენების მართვის საკითხები გააცნეს. საქართველოსთვის, რომელსაც ევროკავშირთა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ახალი ვალდებულებები აქვს, ამ ტიპის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და თანამედროვე ურბანული ობიექტების მოსანახულებლად, ბერლინში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, შ.პ.ს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე, „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, „საქართველოს გარეთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი, არჩილ ცაბუტაშვილი იმყოფებოდნენ.