მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში, მცხეთა - მთიანეთსა და სამცხე - ჯავახეთში, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. სწორედ აღნიშნული პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირქტორმა გიორგი ამაშუკელმა და მისმა მოადგილემ ილია დარჩაშვილმა, მსოფლიო ბანკის წარმომდაგენლებთან ერთად მცხეთასა და ახალციხეში ადგილობრივ ხელისუფლებასთან და გუბერნატორებთან შევხედრები გამრთეს და ის სავარაუდო პროექტები განიხილეს, რომლის განხორციელებაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აღნიშნულ ორ რეგიონში იგეგმება.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რეგიონული განვითარების მესამე პროექტის განხორციელებას იწყებს, რომლის სავარაუდო ღირებულება 75 მილიონი აშშ. დოლარია. პროექტს, 60 მილიონით მსოფლიო ბანკი დააფინანსებს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიონი გამოიყოფა. სამუშაოები 2015 წელს დაიწყება და 2020-წელს დასრულდება. პროექტი მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მასშტაბით ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციას, ამასთან კერძო სექტორის ხელშეწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი სოციალური და ეკონომიური პირობების გაუმჯობესებასა და ტურისტების რაოდენობის ზრდას.
სამუშაო შეხვედრებზე, რომელიც მცხეთასა და ახალციხეში გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან წინასწარ შერჩეული სავარაუდო ქვეპროექტების განხილეს.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი არქიტექტურის გათვალისიწნებით, დაგეგმილია ურბანული აღდგენა, რაც ცენტრალურ უბნებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და კომუნალური მომსახურეობის რეაბილიტაციას, საზოგადოებრივი სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენობების კონსერვაციასა და გაუმჯობესებას, შენობებისა და ფასადებიის კონსერვაციას მოიცავს. ასევე დაგეგმილია ტურისტული მარშრუტების განვითარება, რომელიც ურბანული ლანდშაფტის და საზოგადოებრივი ავტოსადგომების განვითარებას, საინფორმაციო ჯიხურების, კაფეების და საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობას ითვალსიწინებს.
ამავე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ინფრასტრუქტურის მოწყობა კერძო სექტორის დაინტერესების მიზნით. კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს ინვესტიცია ჩადონ მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მასშტაბით ტურიზმისა და კვების მრეწველობის ობიექტების აშენების მიზნით, ფონდი ბიზნესისი წარმომადგენლებს იდეების განხორციელებაში დახმარებას გაუწევს .
ორ რეგიონში გამართული განხილვების შემდეგ, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კვლავ გაიმართება შეხვედრები, სადაც საბოლოო პროექტებზე შეჯერდებიან და უკვე ცნობლი გახდება იმ ობიექტების ნუსხა, რომლის რეაბილიტაციაც რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში მცხეთა- მთიანეთსა და სამცხე -ჯავახეთში განხორციელდება.