გიორგი ამაშუკელი ჩინეთის ელჩის მრჩეველს სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებში ლუი პოს შეხვდა
22 სექტემბერი 2014
დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი და მისი მოადგილეები, ილია დარჩიაშვილი და თორნიკე თორაძე, ჩინეთის ელჩის მრჩეველს სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებში, ლუი პოს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტებსა და გეგემებზე ისაუბრეს, და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
გიორგი ამაშუკელის განცხადებით, ფონდის ძირითადი მიმართულებები არ შეცვლილა და უწყება ყველაფერს აკეთებს პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის. ფონდში მიმდინარე რამდენიმე პროექტს სწორედ ჩინური კომპანიები ახორციელებენ, შეხვედრაზე საუბრის თემა სწორედ აღნიშნული პროექტები იყო. ორმა მხარემ მიმდინარე პროექტების შესახებ გაცვალეს ინფორმაცია და სამომავლო ღონისძიებები განიხილეს.