წყალტუბოში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძე და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში - მდგრადი განვითარების სექტორის ლიდერი აჰმედ აივეიდა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მორიგი მონიტორინგის მიზნით, წყალტუბოში ჩავიდნენ.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქალაქ წყალტუბოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია 2013 წლის ბოლოს დასრულდა. რაც შეეხება მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ამ დროისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოში პარალელურად რამდენიმე პროექტზე მუშაობს:
- "ცივი" ტბისა და ტბიდან გამყვანი არხების რეაბილიტაცია
- კურორტის მართვის ოფისის, პარკში და ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ზომის ტურისტული შენობა-ნაგებობების მშენებლობა
- ქ. წყალტუბოს „ცივი“ ტბის და ცენტრალური პარკის გზების, ბილიკების და სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია (ფაზა 2)
- წრიული გზის, ცენტრალური პარკის და ცივი ტბის ტერიტორიაზე გარე განათების რეაბილიტაცია
- წყალტუბოს წრიული გზის სანიაღვრე სისტემის და წრიული გზის საფარის რეაბილიტაცია (ფაზა 2)
- ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ტერიტორიის გამწვანება/კეთილმოწყობა და სარწყავი სისტემის მონტაჟი
- საკრებულოს და რკინიგზის შენობის აღდგენის/შიდა რემონტის სამუშაოები და მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია
- ქ. წყალტუბოს გამგეობისა და თეატრის შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შესაბამის ტენდერებში გამარჯებული სხვადასხვა კომპანიები აწარმოებენ: შპს ,,დაგი“, შპს ,,ერისიმედი“, შპს ,,ჯავა“, შპს ,,მწვანე სახლი“, შპს ,,ნდს მშენებლობა“, შპს ,,ცეკური“, შპს ,,აზერტუნელი“, შპს ,,საქმილსადენმშენი“, შპს ,,წყალკანალრემშენი“ და ი/მ თემურ ალბექიონი. ადგილზე დასაქმებულია 150-მდე ადგილობრივი მოსახლე. სამუშეობის დასრულება 2015 წლის III კვარტალშია დაგეგმილი.